რენო დე შატიიონი (ფრანგ. Renaud de Châtillon; გ. 4 ივლისი, 1187) — ანტიოქიის მეფის უმცროსი შვილი, რომელმაც შატიიონის ციხესიმაგრე მდიდარი ქვრივის ცოლად მოყვანის გზით ჩაიგდო ხელში. აქტიურად მონაწილეობდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში და საკმაო წარმატებასაც აღწევდა მანამ, სანამ არ გადაწყვიტა შეჭრილიყო ქრისტიანებით დასახლებულ კვიპროსზე. მან გაქურდა და ააოხრა კვიპროსი და მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის შემდეგ დატოვა იგი. აღსანიშნავია, რომ მან მოიხმო იქ მყოფი ყველა სასულიერო პირი და ცხვირები დააჭრა. ამგვარი მოქცევა რენოს ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. როდესაც ამ ბარბაროსობის შესახებ იერუსალიმის მეფე ბოლდუინ IV-მ შეიტყო, მან რენო ციხეში გამოკეტა, 16 წლის შემდეგ კი იერუსალიმის მომდევნო მეფემ გი დე ლუზინიანმა გაათავისუფლა. რენომ ისევ მდიდარ ქვრივზე ქორწინებით ჩაიგდო ხელში კერაკის ძლევამოსილი ციხესიმაგრე. ამის შემდეგ მან დააყაჩაღა ქარავანი, სადაც სულთან სალადინის და იყო. მან სამი დღის გაუპატიურების შემდეგ მოკლა სალადინის და, ხოლო შემდეგ უარი უთხრა სალადინს მისი დის სხეულის გადაცემაზე. სალადინმა ყურანზე დაიფიცა რომ თავისი ხელით მოკლავდა რენოს და შეასრულა თავისი დანაპირები, როდესაც ტყვედ ჩაიგდო იგი.

რენო დე შატიიონი
Renaud de Châtillon

რენო დე შატიონი აწამებს ანტიოქიის პატრიარქ აიმერ ლიმოჟელს.
უილიამ ტვიროსელის ნახატი XV საუკ.
ანტიოქიის პრინცი
კორონაცია: 1153
მმართ. დასაწყისი: 1153
მმართ. დასასრული: 1160
წინამორბედი: რაიმონდ ანტიოქიელი
მემკვიდრე: კონსტანცია ანტიოქიელი
ტრანსიორდანიის ლორდი
მმართ. დასაწყისი: 1177
მმართ. დასასრული: 1187
წინამორბედი: მილ დე პლანსი
მემკვიდრე: ონფრუა IV თორონელი
სხვა წოდებები: ტრანსიორდანიის ლორდი
ჰებრონის ლორდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1120
დაბ. ადგილი: შატიიონი
გარდ. თარიღი: 1187
გარდ. ადგილი: ჰატინი (ჰატინის ბრძოლა)
მეუღლე: კონსტანცია ანტიოქიელი
სტეფანია მილელი
რენო დე შატიიონი, კადრი ფილმიდან „ზეციური სამეფო“.

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Maalouf, Amin (1984). The Crusades Through Arab Eyes. Al Saqi Books. ISBN 0-8052-0898-4. 
  • Man, John (2015). Saladin:The Life, the Legend and the Islamic Empire. Random House. ISBN 1-4735-0854-1.