რეი მომო (პორტ. Rei Momo; ესპ. Rey Momo; ქართ. მეფე მომო) — კარნაველების მეფე ლათინურ-ამერიკულ ფესტივალებში, ძირითადად ბრაზილიასა და კოლუმბიაში. მისი გამოჩენა ნიშნავს, რომ კარნავალი იწყება. ყოველ კარნავალს საკუთარი რეი მომო ჰყავს, რომელსაც ხშირად ქალაქის გასაღებს აბარებენ. ტრადიციულად, ამ როლის შესასრულებლად დაბალ, მსუქან მამაკაცს ირჩევენ, რადგან პირველი რეი მომო სწორედ ასეთი ფიზიკური აგებულების იყო.

რეი მომო ფლორიანოპოლისის 2005 წლის კარნავალზე.

არგენტინასა და ურუგვაიში რეი მომოს წარმოადგენს დიდი, ხშირად მონუმენტური თოჯინა, რომელიც დამზადებულია ხის ან მავთულუს სტრუქტურაზე მიმაგრებული ქაღალდებით. ამ შემთხვევაში, მას პლატფორმის თავზე ამაგრებენ და მთელს ქალაქში დაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ თოჯინაა, ის თავის ტრადიციულ მახასიათებლებს მაინც ინარჩუნებს: ჭრელაჭრულა ტანსაცმელს, გაღიმებულ სახესა და დიდ ღიპს. ფესტივალის დასრულებისას მას წვავენ, მაგრამ ეს ტრადიცია ბოლო დროს მოიშალა, უსაფრთხოების ზომების გამო.

ისტორია რედაქტირება

მომი ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ირონიის ღმერთი იყო. სხვა ღმერთების დაცინვის გამო, ის ოლიმპოს მთიდან გამოაძევეს, რის შემდეგაც მან დედამიწაზე კარნავალი შექმნა.[1]

რიო-დე-ჟანეიროს რეი მომოები რედაქტირება

 
მარსელო რეიესი, 2005 წლის რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის რეი მომო.
 
ვალდემარ ესტევეს დე კუნია, სანტუსის რეი მომო, 1988 წლის კარნავალი.

ყველაზე ცნობილი რეი მომოები რიო-დე-ჟანეიროდან არიან, სადაც ამ ტიტულის ტრადიცია 1933 წლიდან არსებობს.

წელი სახელი
1933 & 1948 ქაღალდის თოჯინა
1949 გუსტავო მატოსი
1950 გუსტავო მატოსი
1951-1957 ნელსონ ნობრე
1958-1971 აბრაან ადადი
1972 ედსონ სერაპინ დე სანტანა
1973 ელსონ გომეშ და სილვა
1974-1982 ედსონ სერაპინ დე სანტანა
1983 პაოლო ვისენტე პაჩელი
1984 რობერტო ბარბოზა დე კასტრო
1985-1986 ედსონ სერაპინ დე სანტანა
1987-1995 რეინალდო დე კარვალიო
1996 პაულუ ჩეზარ ბრაგა კამპორი
1997-2003 ალექს დე ოლივეირა
2004 ვაგნერ ჟორჟ ვანდერსონ სანტუს მონტეირო
2005 მარსელო დე ჟესუს რეისი
2006-2008 ალექს დე ოლივეირა
2009 მილტონ როდრიგესი
2010 ლორენ მორეინუ

სანტუსის რეი მომო რედაქტირება

ვალდემარ ესტევეს დე კუნია (დაიბადა 1920 წ[2]) ბრაზილიის ქალაქ სანტუსის რეი მომო იყო ჯერ 19501956, შემდეგ კი 19581990 წლებში. დღეისათვის, 92 წლის ასაკში ის მთელს ბრაზილიაში უხუცესი რეი მომოა.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება