რეინკარნაცია (ლათ. reincarnatio „ხელახალი განსხეულება“) — რელიგიური ან ფილოსოფიური კონცეფცია ადამიანის ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ დედამიწაზე დაბადების გზით მისი სულის ხელახლა მოვლინების შესახებ. რეინკარნაციის კონცეფცია გულისხმობს, რომ სულს დაბადებისთანავე ავიწყდება წინა ცხოვრებების შესახებ. ის, ასევე, გულისხმობს სულისთვის საშუალების მიცემას შემდგომ ცხოვრებაში მიიღოს ახალი გამოცდილება და შეასრულოს კარმა, რაც საბოლოო ჯამში სულიერი ევოლუციისთვის არის საჭირო.

რეინკარნაციის ეტაპები ინდურ რელიგიებში

რეინკარნაციის დოქტრინა ცენტრალურ ადგილს იკავებს ინდური რელიგიების უმეტესობაში. ის, აგრეთვე, მიღებულია თანამედროვე რელიგიურ მიმდინარეობებში (სპირიტიზმი, თეოსოფია, „ნიუ ეიჯი“), სხვადასხვა აფრიკულ ტრადიციებში და ისეთი ეზოთერიულ მიმდინარეობებში, როგორიცაა კაბალა, გნოსტიციზმი და ეზოთერიული ქრისტიანობა. იდეა, დედამიწაზე დაბადების გზით სულების ხელახალი მოვლინები შესახებ, ასევე გამოთქმულია ზოგიერთი ანტიკური ფილოსოფოსის მიერ, მათ შორის სოკრატეს, პითაგორას და პლატონის მიერ. მეორეს მხრივ, აბრაამისეული რელიგიების უმეტესობას (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) არ წამთ რეინკარნაციის კონცეფცია.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ბევრ მცხოვრებს გაუჩნდა ინტერესი რეინკარნაციისადმი.[1] რეინკარნაცია, ასევე ხშირად არის ნახსენები თანამედროვე ფილმებში, წიგნებსა და პოპულარულ სიმღერებში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Popular psychology, belief in life after death and reincarnation in the Nordic countries, Western and Eastern Europe pdf დაარქივებული 2015-04-03 საიტზე Wayback Machine.