რეიკსმუზეუმინიდერლანდების ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნული მუზეუმი ამსტერდამში.[2] მუზეუმი მდებარეობს ამსტერდამ-ზეიდის ოლქში, მუზეუმის მოედანზე, ვან გოგის მუზეუმის, კონსერტგებაუსა და სტედელეიკის მუზეუმის სიახლოვეს.[3]

რეიკსმუზეუმი
52°21′36″ ჩ. გ. 4°53′07″ ა. გ. / 52.36000° ჩ. გ. 4.88528° ა. გ. / 52.36000; 4.88528
ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
მდებარეობა Amsterdam[1]
ოფიციალური საიტი https://www.rijksmuseum.nl/, https://www.rijksmuseum.nl/en, https://www.rijksmuseum.nl/de, https://www.rijksmuseum.nl/fr, https://www.rijksmuseum.nl/es, https://www.rijksmuseum.nl/it, https://www.rijksmuseum.nl/pt, https://www.rijksmuseum.nl/ru და https://www.rijksmuseum.nl/jp
Map

რეიკსმუზეუმი დაარსდა 1798 წლის 19 ნოემბერს ჰააგაში, 1808 წელს კი ამსტერდამში გადაიტანეს, სადაც თავდაპირველად სამეფო სასახლეში, შემდეგ კი ტრიპენჰეისში მდებარეობდა.[4] მუზეუმის ამჟამინდელი მთავარი შენობა პიერ კეიპერსის დაპროექტებულია და პირველად 1885 წელს გაიხსნა. 2013 წლის 13 აპრილს, 10 წლიანი რესტავრაციის შემდეგ, რომელიც 375 მილიონი ევრო დაჯდა, მთავარი შენობა დედოფალმა ბეატრიქსმა გახსნა.[5][6][7] 2013 და 2014 წლებში რეიკსმუზეუმს 2.2 და 2.47 მილიონი დამთვალიერებელი ესტუმრა და ნიდერლანდების ყველაზე მონახულებადი მუზეუმი იყო.[8][9] რეიკსმუზეუმი ნიდერლანდების უდიდესი სამხატვრო მუზეუმია.

მუზეუმის კოლექციაში 1200-2000 წლებში შექმნილი მილიონი ექსპონატი შედის, რომელთა შორისაა რემბრანდტის, ფრანს ჰალსისა და იან ვერმეერის ნამუშევრებიც. მუზეუმში ხელოვნებისა და ისტორიის 8 000-მდე ექსპონატია გამოფენილი. რეიკსმუზეუმში დაცულია მცირე აზიური კოლექციაც, რომელიც აზიურ პავილიონშია გამოფენილი.

ისტორია რედაქტირება

XVIII საუკუნე რედაქტირება

 
ალექსანდრე გოგელი (1765–1821)

1795 წელს ბატავიის რესპუბლიკა შეიქმნა. ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე გოგელის აზრით, ფრანგული ლუვრის მსგავსად, ეროვნული მნიშვნელობის მქონე ეროვნული მუზეუმი უნდა დაარსებულიყო. 1798 წლის 19 ნოემბერს მთავრობამ მუზეუმის დაარსება გადაწყვიტა.[4][10]

1800 წლის 31 მაისს რეიკსმუზეუმის წინამორბედი, ეროვნული სამხატვრო გალერეა (ნიდ. Nationale Kunst-Galerij) ჰააგაში გაიხსნა. მუზეუმში ნიდერლანდელ შტატჰალტერთა კოლექციებში არსებული 200-მდე ნახატი იყო გამოფენილი.[4][10]

XIX საუკუნე რედაქტირება

 
ატრიუმი რესტავრაციის შემდეგ
 
დედოფალი ბეატრიქსი და ვიმ პეიბესი

1805 წელს ეროვნული სამხატვრო გალერეა ჰააგიდან პრინც უილიამ V-ს გალერეაში გადავიდა.[4] 1806 წელს ნაპოლეონ ბონაპარტიმ ჰოლანდიის სამეფო დააარსა. 1808 წელს მეფე ლუი ბონაპარტის ბრძანებით, მუზეუმი ამსტერდამში გადაიტანეს. ნახატები, რომლებიც ქალაქის საკუთრებაში იყო, მათ შორის, რემბრანდტის „ღამის გუშაგი“, მუზეუმის კოლექციაში შევიდა. მომდევნო წელს ამსტერდამის სამეფო სასახლეში მუზეუმი გაიხსნა.[4]

1817 წელს მუზეუმი ტრიპენჰეისში გადაიტანეს, თუმცა იგი მუზეუმისთვის არასტაბილური ადგილი აღმოჩნდა. 1820 წელს ისტორიული ობიექტები მაურიცჰეისში გადაიტანეს, ხოლო 1838 წელს, XIX საუკუნის ნახატები ჰაარლემში, მეფე ლუი ბონაპარტის ყოფილ საზაფხულო სასახლეში, ვილა ველგელეგენში გადაიტანეს.[4]

1863 წელს რეიკსმუზეუმის ახალი შენობისთვის არქიტექტურული შეჯიბრი ჩატარდა, თუმცა მიღებულ პროექტთაგან ხარისხხ ვერცერთი აკმაყოფილებდა. პიერ კეიპერსის პროექტმა ამ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.[11] 1876 წელს ჩატარებულ შეჯიბრში პიერ კეიპერსმა გაიმარჯვა. შენობა გოთიკური და რენესანსის ელემენტებისგან შედგებოდა. მშენებლობა 1876 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. შენობის შიდა და გარე ნაწილები ნიდერლანდების ხელოვნების ისტორიის მდიდარი ორნამენტებით იყო შემკობილი. მუზეუმი 1885 წლის 13 ივლისს გაიხსნა.

1890 წელს რეიკსმუზეუმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მუზეუმს ახალი შენობა დაემატა. შენობა დანგრეული ნაგებობების ნაწილებისგან აიგო და ნიდერლანდების არქიტექტურის ისტორიას ასახავს. შენობას „სამხრეთის ფრთას“ ეძახიან.

XX საუკუნე რედაქტირება

1906 წელს ღამის გუშაგის დარბაზი განახლდა.[11] ინტერიში მთავარი ცვლილებები 1920-1950-იან წლებში შეიტანეს, როდესაც კედლები მრავალფეროვნად მოხატეს. მუზეუმის შენობას მცირე რესტავრაცია ჩაუტარა 1984, 1995-1996 და 2000 წლებში.[12]

მუზეუმის სამხრეთ ფრთის, იგივე „ფრაგმენტული ნაგებობის“ რესტავრაცია 1996 წელს ჩატარდა. იმავე წელს მუზეუმში პირველი მნიშვნელოვანი ფოტოგამოფენა მოეწყო, რომელზეც XIX საუკუნის ფოტოების დიდი კოლექცია გამოფინეს.[13]

XXI საუკუნე რედაქტირება

2003 წლის დეკემბერში მუზეუმის მთავარი შენობა გენერალური რესტავრაციის გამო დაიკეტა.[14] რესტავრაციის დროს 400-მდე ექსპონატი სამხრეთ ფრთაში გამოფინეს, მათ შორის, რემბრანდტის „ღამის გუშაგი“ და XVII საუკუნის სხვა ნამუშევრები. რეიკსმუზეუმის რესტავრაცია კრუს-ი-ორტისის არქიტექტურული სტუდიის დიზაინის შესაბამისად განხორციელდა. თავდაპირველად 5 წლიანი რესტავრაცია იყო ჩაფიქრებული, თუმცა განახლებას 10 წელი და 375 მილიონი ევრო დასჭირდა.[6]

შენობის რესტავრაცია 2012 წლის 16 ივლისს დასრულდა. მომდევნო წლის მარტში ხელოვნების ნიმუშები ფილიპსის ფრთიდან მთავარ შენობაში დაბრუნდა. „ღამის გუშაგი“ ნახატის სახელობის ოთახში დაააბრუნეს. 2013 წლის 13 აპრილს მთავარი შენობა ხელახლა გახსნა დედოფალმა ბეატრიქსმა.[5] 2014 წლის 1-ელ ნოემბერს ფილიპსის ფრთაში გამოფენა „თანამედროვე დროება: XX საუკუნის ფოტოგრაფია“ გაიხსნა.

შენობა რედაქტირება

რეიკსმუზეუმის შენობა პიერ კეიპერსის დაპროექტებულია და 1885 წელს გაიხსნა. იგი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთა ცენტრშიც ატრიუმია. შენობა ბიბლიოთეკასაც მოიცავს. მთავარი ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ფილიპსის ფრთა ნიდერლანდების არქიტექტურის ისტორიის ფრაგმენტებისგან შედგება. 1970 წლიდან რეიკსმუზეუმი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხოლო 1990 წელს ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობის 100 ძეგლის სიაში შეიტანეს. კრუს-ი-ორტესის მიერ დაპროექტებული აზიური პავილიონი 2013 წელს გაიხსნა.

კოლექცია რედაქტირება

რეიკსმუზეუმის კოლექცია 1200-2000 წლებში შექმნილ მილიონზე მეტ ეგზემპლარს მოიცავს. ამჟამად მუზეუმში 8 000-ზე მეტი ეგზემპლარია გამოფენილი.[15]

კოლექციაში ნიდერლანდების ოქროს ხანის 2000-ზე მეტი ნახატია, მათ შორის, ფრანს ჰალსის, რემბრანდტის, იან ვერმეერის, იაკობ ვან რეისდალის, იან სტენისა და რემბრანდტის მოსწავლეების ნამუშებრებიც.[15]

მუზეუმში დაცულია მცირე აზიური კოლექციაც, რომელიც აზიურ პავილიონშია გამოფენილი.[15]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 https://hedendaagsesieraden.nl/2016/12/31/rijksmuseum-amsterdam/
  2. The beginning. Rijksmuseum. ციტირების თარიღი: 2 February 2018
  3. Museumplein დაარქივებული 13 August 2012 საიტზე Wayback Machine. , I Amsterdam. Retrieved 4 April 2013.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 History of the Rijksmuseum, Rijksmuseum. Retrieved 4 April 2013.
  5. 5.0 5.1 "Rijksmuseum set for grand reopening in Amsterdam". BBC News. 4 April 2013. Retrieved 4 April 2013.
  6. 6.0 6.1 "The Rijksmuseum reopens: A new golden age". The Economist (London). 13 April 2013. Retrieved 14 April 2013.
  7. „The Dutch Prize Their Pedal Power, but a Sea of Bikes Swamps Their Capital“. The New York Times. 20 June 2013.
  8. Jaarverslag 2014 (in Dutch), Rijksmuseum. Retrieved 23 January 2017.
  9. Jaarverslag 2013 (in Dutch), Rijksmuseum. Retrieved 23 January 2017.
  10. 10.0 10.1 Roelof van Gelder, Schatkamer met veel gezichten, 2000. Retrieved 15 April 2013.
  11. 11.0 11.1 Stadhouderskade 42. Rijksmuseum (1876/85) nl. Monumenten en Archeologie in Amsterdam. City of Amsterdam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2007. ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი 2021.
  12. Stadhouderskade 42. Rijksmuseum (1876/85). Interieur nl. Monumenten en Archeologie in Amsterdam. City of Amsterdam. ციტირების თარიღი: 1 April 2007
  13. A new art: photography in the 19th century. The photo collection of the Rijksmuseum, Amsterdam, edited by curators Mattie Boom and Hans Rooseboom, preface by Peter Schatborn and Ronald de Leeuw, essays by Jan Piet Filedt Kok, Mattie Boom, Hans Rosenboom, Robbert van Venetie, Hedi Hegeman, Andreas Blühm, Saskia Asser and Annet Zondervan, Rijksmuseum & Van Gogh Museum, 1996, ISBN 9053491937
  14. Final Design The New Rijksmuseum. The New Rijksmuseum. Rijksmuseum Amsterdam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 1 April 2007
  15. 15.0 15.1 15.2 The renovation, Rijksmuseum. Retrieved on 4 April 2013.