რეიგანის დოქტრინა

რეიგანის დოქტრინა — გამოცხადებული იქნა 1985 წლის 6 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანის მიერ, სახელმწიფო კავშირის მიმართვაზე: „ჩვენ არ უნდა გავტეხოთ იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეებს რისკავენ--ყველა კონტინენტზე ავღანეთიდან ნიკარაგუამდე--რათა შევეწიააღმდეგოთ საბჭოთა აგრესიას და დავიცვათ უფლებები რომლებიც დაბადებიდან ჩვენია“.[1] ის იყო რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის სტრატეგია საგერო საქმეებისათვის, შეეჩერებინათ სსრკ-ის საერთაშორისო გავლენა ცივი ომის მიწურულს. რეიგანის დოქტრინა, როგორც სსრკ-ის წინააღმდეგ საბრძოლო სტრატეგია ძალაში იყო 1980-იანების დასაწყისიდან ცივის ომის დასრულებამდე 1991 წელს.

აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი

რეიგანის დოქტრინას მიხედვით, აშშ-მ მხარდაჭერა და დახმარება გაუწია ანტი-კომუნისტურ პარტიზანულ და წინააღმდეგობრივ მოძრაობებს სსრკ-ის გავლენის სფეროების განადგურების მიზნით აფრიკაში, აზიაში და ლათინურ ამერიკაში. დოქტრინა შექმნილი იყო როგორც ცივი ომმში საბოლოო გამარჯვების მომტანი სტრატეგია.

წინაპერიოდი რედაქტირება

რეიგანის დოქტრინა მიყვებოდა აშშ-ის პრეზიდენტების მიერ დოქტრინების შექმნის ტრადიციას, რომლებიც ისე მოწყობილნი იყვნენ რომ აერეკლათ იმ პერიოდის საგარეო საქმეებში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო ურთიერთობები. ტრადიცია დაიწყო ჯეიმზ მონრომ მონროს დოქტრინით 1823 წელს, რასაც 1904 წელს მოჰყვა თეოდორ რუზველტის მიერ შედგენილი რუზველტის დოქტრინა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში ტრადიცია გააგრძელა ტრუმანის დოქტრინამ 1947 წელს, რომელის იხედვითაც დახმარება გაეწიათ საბერძნეთის და თურქეთის მთავრობებს რათა ისინი საბჭოთა გავლენისგან დაეცულნი ყოფილიყვნენ ცივი ომის საწყის ეტაპზე; მას მოჰყვა ეიზენჰაუერის დოქტრინა, კენედის დოქტრინა, ჯონსონის დოქტრინა, ნიქსონის დოქტრინა და კარტერის დოქტრინა რომელთაგანაც ყოველი მათანი ორიენტირებული იყო სხვადასხვა დიდ საერტშორისო გამოწვევებსა და პრეცედენტებზე.

წარმოშიბა რედაქტირება

კარტერის ადმინისტრაცია და ავღანეთი რედაქტირება

ავღანეთის თავისუფლების მებრძოლების მიერ თანამედროვე არსენალთან მარტივი შეიარაღებით ბრძოლის ყურება ინსპირაციაა იმათთვის ვისაც თაისუფლება უყვარს.
 
აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ხვდება ავღანეთის მუჯაჰიდების ლიდერებს ოვალურ კაბინეტში 1983 წელს
 
აშშ-ის მიერ მხადრაჭერილი მოჯაჰიდების მიერ აფეთქებული სსრკ-ის სამხედრო ავტომობილების ნარჩენები კანდაჰართან ახლოს

რეიგანის დოქტრინას ერთი კომპონენტი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობამდე აღმოცენდა, ავღანეთში ჯიმი კარტერი და მისი ადმინისტრაცია ლიმიტირებულ სამხედრო დახმარებას უწევდნენ ავღანეთის მოჯაჰიდ მეომრებს სსრკ-ის წინააღმდეგ ავღანეთის ომში. მოჯაჰიდების მხარდაჭერის იდეა პირველად წინ წამოწია ჯიმი კარტერის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველმა, ზბიგნიევ ბრენზისკიმ და განხორციელებული იქნა აშშ-ის სადასვერვო სამსახურების მიერ.

წარმოშობა და მხარდამჭერები რედაქტირება

რეიგანის ადმინისტრაციის არჩევის შემდეგ, მემკვიდრეობის ფონდმა და სხვა საგარეო საქმეთა კონსერვატიულმა იდეების ცენტრებმა დაინახეს კარტერის ავღანური პოლიტიკის პოლიტიკური გაფართოების საშუალება უფრო მაშტაბურ დოქტრინაში, რომელშიც შევიდოდა ანტი-კომუნისტური წინააღმდეგობის მოძრაობების მხარდაჭერა სსრკ-ის მოკავშირე ქვეყნებში აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში. პოლიტიკურ ანალიტიკოს ტომას ბოდენჰეიმერზე და რობერტ გულდზე დაყრდნობით, „სწორედ მემკვიდრეობის ფონდმა მოახერხა ჩვეულებრივი პოლიტიკური თეორიის მყარ სამოქმედო გეგმად გადაქცევა. მემკვიდრეობის ფონდმა „გაძევების“ თეორიისათვის მიზანში ამოიღო ცხრა სახელმწიფო: ავღანეთი, ანგოლა, კამბოჯა, ეთიოპია, ირანი, ლაოსი, ლიბია, ნიკარაგუა და ვიეტნამი“. [3]

1980-იანებში, მემკვიდრეობის ფონდის საგერო საქმეთა ექსპერტი მესამე მსოფლიოს საკითხებზე, მაიკლ ჯონსი, რეიგანის დოქტრინის მრდამჭერი, შეხვდა წინაააღმდეგობის მოძრაობების ლიდერებს სსრკ-ის მოკავშირე სამხელმწიფოებში და რეიგანის ადმინისტრაციას მოუწოდა გაეზარდათ სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა ამ წინააღმდეგობის მოძრაობებისათვის. მემკვიდრეობის ფონდის სხვა ექსპერტები, საგარეო საქმეთა დარგში, ასევე გამოხატავდნენ სიმპატიებს რეიგანის დოქტრინას მიმართ, მათ მიერ დაწერილ „ლიდერობის მანდატის“ წიგმნებში.[4]

შედეგად, ავღანეთისაგან განსხვავებით რეიგანის დოქტრინა სწრაფად შევიდა ძლაში ანგოლასა და ნიკარაგუასთან მიმართებაში. აშშ-მ სამხედრო დახმარება გაუწია ანგოლას უნიტას და ნიკარაგუას „კონტრას“, ისე რომ ომი არც ერთი სახელმწიფოსთვის არ გამოუცხადებიათ. მეკვიდრეობის ფონდთან გაკეთებული მიმართვისას 1989 წლის ოქტომბერში, უნიტას ლიდერმა ჟონას სავიმბიმ მემკვიდრეობის ფრონდის ძალისხმევას „დიდი დახმარების დიდი წყარო“ უწოდა „არცერთი ანგოლელი არ დაივიძყებს თქვენს ძალისხმევას. თქვენ ღოხვედით ჯამბაში და წაიღეთ ჩვენი შეტყობინაბა კონგრესია და ამდინისტრაციისათვის“.[5] აშშ-მ უნიტას დახმარება მხოლოდ მას შემდეგ დაიყო, რაც კონგრესმა გააუქმა კლარკის ამენდმენტი, კანონი რომლიც აშშ-ს უკრძალლავდა დამხმარებოდა უნიტას სამხედრო მიზნებისათვის.[5]

ნიკარაგუაში და ანგოლაში გამარჯვებების შემდეგ, მაიკლ ჯონსი და მემკვიდრეობის ფონდი ითხოვდენ რაიგანის დოქტრინაში ეთიოპიის შეყვანასაც, ისინი ფიქრობდნენ რომ ეთიოპიის 1984-985 წლების შიმშილი მენგისთუ ჰაილე მარიამის კომინისტური, პრო-საბჭოთა აგრაკულტურული პოლიტიკებით იქნა გამოწვეული. ასევე მათი თქმით მენგისთუს გადაწყვეტილება, რომ მიცა უფლება სსრკ-ისთვის გამოეყენებინა ერიტრეას პორტები წითელ ზღვაში იყო სტრატეგიული გამოწვევა აშშ-ის თავდაცვის ინტერესებისათვის ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში.[6]

მემკვიდრეობის ფონდი და რეიგანის ადმინისტრაცია ასევე ფიქრობდნენ რეიგანის დოქტრინაში კამბოჯას შეყვანას. კამბოჯის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი წინააღმდეგობის მოძრაობები იყვნენ ყოფილი ხმერის რეჟიმის წევრები, რომელიც ადამიანების უფლებათა ანგარიშის მიხედვით XX საუკუნეში ყველაზე ცუდი იყო. ამიტომაც, რეიგანმა სამხედრო დახმარება მხოლოდ პატარა წინააღმდეგობის მოძრაობების ხმერის ხალხთა გათავისუფლების ფრონტის (KPNLF) კოალიციას გაუწია.[7]

მემკვიდრეობის ფონდისა და ამერიკის საწარმოო ინსტიტუტისაგან ძლიერიერი მხარდაჭერის, რეიგანის დოქტრინას ლიბერტარიანული ქატოს ინსტიუტი ეწინააღმდეგებოდა იმ იდეათ რომ 1986 წელს „მესამე მსოფლიოს „წვალებები“ მიმდეინარეობდა არენებში და მოიცავდნენ რომლებიც აშშ-ის უსაფრთხოებების ლეგალური საჭიროებების გარეთ იყო. აშშ-ის ასეთ კონფლიქტებში ჩარევა აფართოებს რესპუბლიკის უკვე ზედმეტად დიდ ვალდებულებებს მნიშვნელოვანი წამრატებების მღწევის გარეშე და სსრკ-ის გავლენის მაგივრად აშშ-ის გავლენის შემცირებას იწვევს.“[8]

წინააღმდეგობის მიუხედავად ქატოს თქმით რეიგანის დოქტრინამ „დაანთო ენთუსიაზმის ცეცხლი ამერიკული კონსერვატიზმისთვის, ისე როგორც არცერთ სხვა საგარეო პოლიტიკას არ გაუკეთებია ათწლეულების მანძილზე“.[9]

პოპ კულტურაში რედაქტირება

„ჩარლი უილსონის ომი“, ოქროს გლუბუსზე გამარჯვებული და ოსკარზე ნომინირებული Universal Pictures-ის ფილმი, რომლიც 2007 წლის დეკემბერში გამოივდა და აღწერს აშშ-ის სამხედრო დახმარებას ავღანეთის მოჯაჰიდი მებრძოლების მიმართ სსრკ-ის ავღანეთში შეჭრის შემდეგ ავღანეთის ომში.

„მაიამი“, ჟოან დიდიონის წიგნი რომელიც აღწერს აშშ-ის მცდელობებს ჩამოეგდო კომუნისტური მთავრობები, ფიდელ კასტროს კომუნისტური კუბის ჩათვლით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carpenter, Ted Galen. "U.S. Aid to Anti-Communist Rebels: The 'Reagan Doctrine' and its Pitfalls", Cato Policy Analysis # 74, Cato Institute, June 24, 1986.
  • Garthoff, Raymond L. (1994). The great transition: American-Soviet relations and the end of the Cold War. Washington, D.C: Brookings Institution. ISBN 978-0-8157-3060-6.  დაარქივებული 2012-03-09 საიტზე Wayback Machine.
  • Johns, Andrew L., ed. A Companion to Ronald Reagan (John Wiley & Sons, 2014). pp 339–358.
  • Johns, Michael (1987). „The Lessons of Afghanistan“. Policy Review (40): 32–35. ISSN 0146-5945 – წარმოდგენილია UNZ.org-ის მიერ.
  • "A U.S. Strategy to Foster Human Rights in Ethiopia", by Michael Johns, Heritage Foundation Backgrounder # 692, February 23, 1989.
  • Lagon, Mark P. The Reagan Doctrine: Sources of American Conduct in the Cold War's Last Chapter (1984) online
  • Meiertöns, Heiko (2010). The Doctrines of US Security Policy: An Evaluation under International Law. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-76648-7. 
  • Pach, Chester. “The Reagan Doctrine: Principle, Pragmatism, and Policy," Presidential Studies Quarterly (2006) 36#1 p. 75+ online დაარქივებული 2020-08-06 საიტზე Wayback Machine.
  • Rosenfeld, Stephen S. "The Reagan Doctrine: The Guns of July", Foreign Affairs magazine, Spring 1986.
  • Schmertz, Eric J. Natalie Datlof, and Alexej Ugrinsky eds. President Reagan and the World (1997) online დაარქივებული 2019-01-27 საიტზე Wayback Machine.
  • Scott, James M. "Reagan's doctrine? The formulation of an American foreign policy strategy" Presidential Studies Quarterly (1996) 26#4 pp 1047–61. online
  • Scott, James M. Deciding to intervene: the Reagan doctrine and American foreign policy (1996)
  • Starr-Deelen, Donna. Presidential Policies on Terrorism: From Ronald Reagan to Barack Obama. (Springer, 2014).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Chester Pach, 'The Reagan Doctrine: Principle, Pragmatism, and Policy" Presidential Studies Quarterly, March 2006. p 75
  2. Message on the Observance of Afghanistan Day დაარქივებული 2010-11-16 საიტზე Wayback Machine. by U.S. President Ronald Reagan, March 21, 1983
  3. (1 July 1999) Rollback!: Right-wing Power in U.S. Foreign Policy. South End Press, გვ. 82. ISBN 0896083454. 
  4. Think tank fosters bloodshed, terrorism. The Daily Cougar (2008-08-22). ციტირების თარიღი: 2012-03-25
  5. 5.0 5.1 "The Coming Winds of Democracy in Angola," by Jonas Savimbi, Heritage Foundation Lecture #217, October 5, 1989. დაარქივებული November 22, 2006, საიტზე Library of CongressCategory:Webarchive template other archives
  6. "A U.S. Strategy to Foster Human Rights in Ethiopia", by Michael Johns, Heritage Foundation Backgrounder #692, February 23, 1989.. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 23, 2006. ციტირების თარიღი: მაისი 14, 2020.
  7. Thayer, Nate (1991). „Cambodia: Misperceptions and Peace“. The Washington Quarterly. 14 (2): 179–191. doi:10.1080/01636609109477687.
  8. Cato Institute Policy Analysis No. 74: U.S. Aid to Anti-Communist Rebels: The "Reagan Doctrine" and Its Pitfalls. ციტირების თარიღი: 2014-07-02
  9. U.S. Aid to Anti-Communist Rebels: The "Reagan Doctrine" and Its Pitfalls. cato.org (24 June 1986). ციტირების თარიღი: 24 August 2006