რეზერფორდი (ერთეული)

რეზერფორდი (Rd, რდ) — რადიოაქტიურობის საზომი ერთეული. რეზერფორდი წარმოადგენს რადიოაქტიურ ნიმუშსა და წყაროში ნუკლიდების აქტიურობის სისტემის გარეშე ერთეულს. სახელწოდება მიიღო ერნესტ რეზერფორდის პატივსაცემად. განსაზღვრავენ, როგორც ნებისმიერი ნუკლიდის აქტიურობას, რომელიც ტოლია მოცემული ნუკლიდის დაშლის 106 აქტისა 1 წამში. 1 რდ= 106 ბეკერელს = 1/37000 კიურის. ერთეული შემოიღეს 1946 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება