რევის პროვინცია (ინგლ. Rewa Province) — ერთ-ერთი ფიჯის 14 პროვინციიდან, რომელიც მდებარეობს ფიჯის ყველაზე დიდ კუნძულ ვიტი-ლევუზე. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი სუვა. 2007 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 100 787[1] ადამიანს და შესაბამისად მას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი უკავია მბის პროვინციის და ნაიტასირის პროვინციის შემდეგ. ფართობი — 272 კმ²-ია და ის სიდიდით ყველაზე პატარა პროვინციაა ქვეყანაში.

პროვინცია
რევის პროვინცია
ინგლ. Rewa Province
ქვეყანა ფიჯის დროშა ფიჯი
კოორდინატები 18°05′00″ ს. გ. 178°20′00″ ა. გ. / 18.08333° ს. გ. 178.33333° ა. გ. / -18.08333; 178.33333
ფართობი 272 კმ²
მოსახლეობა 100 787 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 370,54 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
რევის პროვინცია — ფიჯი
რევის პროვინცია

რევის პროვინცია შედგება 2 რაიონისაგან[2]:

ამ ორ რაიონს საერთო საზღვარი არ გააჩნია. მათ შორის მდებარეობს ნაიტასირის პროვინციის ნაიტასირის რაიონი.

პროვინციის მართვას ახორციელებს პროვინციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი.

სქოლიო რედაქტირება

  1. მოსახლეობის აღწერა (2007 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-01. ციტირების თარიღი: 2015-01-22.
  2. Naitasiri Province A statistical Map of Viti Levu shows