რეა — სიდიდით მეორე თანამგზავრი სატურნის თანამგზავრებს შორის და სიდიდით მეცხრე თანამგზავრი მზის სისტემაში. აღმოაჩინა ჯოვანი დომენიკო კასინიმ 1672 წელს.

მონაცემები
სახელი რეა
სტატუსი აღმოჩენილია
აღმომჩენი ჯოვანი დომენიკო კასსინი
აღმოაჩინეს 23 დეკემბერი, 1672
ალტერნატიული სახელი სატურნ V
ორბიტალური მახასიათებლები
ნახევარღერძი 527 108 კმ
ექსცენტრულობა 0.001 258 3
ორბიტალური პერიოდი 4.518 212
პლანეტა სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 1532.4×1525.6×1524.4კმ
საშუალო რადიუსი 763.8 ± 1.0 კმ
ზედაპირის ფართობი 7 337 000 კმ²
მასა (2.306 518 ± 0.000 353)×1021
საშუალო სისქე 1.236 ± 0.005 გრ/სმ³
ეკვატორის ზედაპირის გრავიტაცია 0.265 მ/წმ²
ბრუნვის პერიოდი 4.518 212 დ
ღერძული დახრილობა ზერო

სახელი რედაქტირება

სახელი რეა ჰქვია ტიტან რეა-ს „ღმერთების დედას“ ბერძნულ მითოლოგიაში. ის ასევე ცნობილია როგორც სატურნ V (რადგანაც სატურნის თანამგზავრებს შორის მდებარეობით რიგით მეხუთეა).

კასინიმ მის მიერ აღმოჩენილ ოთხ თანამგზავრს (თეზისი, დიონე, რეა და ლაპეტუსი) უწოდა Sidera Lodoicea (ლუის ვარკვლავები) ლუი XIV პატივსაცემად.

პლუტონის შვიდივე თანამგზავრის სახელი ცნობილი გახდა ჯონ ჰერშელის (უილიამ ჰერშელის შვილი, რომელმაც აღმოაჩინა პლანეტა ურანი, მიმასი და ენსელადუსი) მიერ 1847 წელს გამოშვებული ნაშრომით, რომლითაც ჯონ ჰერშელმა გააკეთა შეთავაზება რომ გამოეყენებინათ სახელები: ტიტანი, ასევე კრონოსის (რომაულ მითოლოგიაში სატურნი) დებისა და ძმების სახელები.

 
რეას, დედამიწისა და მთვარის შედარება.

ატმოსფერო რედაქტირება

2010 წლის 27 ნოემბერს, ნასამ განაცხადა, რომ რეაზე აღმოაჩინეს უმნიშვნელო ატმოსფერო — ეგზოსფერო. ის შედგება ჟანგბადისა და ნახშირბადის დიოქსიდისგან, დაახლოებითი პროპორციით 5:2-თან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: