რაჯ კაპური (რანბირ რაჯ კაპური, ჰინდი: राज कपूर Rāj Kapūr; დ. 14 დეკემბერი 1924, ფეშავარი, ინდოეთი — გ. 2 ივნისი 1988, ნიუ-დელი) — ინდოელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი[1], ცნობილი, როგორც „ინდური კინოს უდიდესი შოუმენი“[2][3]. ითვლება ინდური კინოს ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან მსახიობად და რეჟისორად[4]. მას აგრეთვე ინდური კინოს კლარკ გეიბლის სახელით მოიხსენებენ[5].

რაჯ კაპური
დაბადების სახელი რანბირ რაჯ კაპური
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი 1924
ფეშავარი, ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 1988 (63 წლის)
ნიუ-დელი, ინდოეთი
აქტიური 1935-1988
მეუღლე(ები) კრიშნა მალჰოტრა ნატჰი

კაპურმა პირველი როლი 1935 წელს შეასრულა. 1940-იან წლებში რამდენიმე როლის შესრულების შემდეგ მან 1948-ში საკუთარი კინოსტუდია დააარსა - R.K. Films. მისი ფილმები ძირითადად კომედიური და მელოდრამატული ჟანრის იყო.

რაჯ კაპურის 1951 წელს ჩარლი ჩაპლინის სტილში გადაღებულმა ფილმმა „მაწანწალა“ მთელ მსოფლიოში წარმატება მოიპოვა. Time-მა ამ როლის შესრულებას უწოდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი[6].

ბიოგრაფია რედაქტირება

იმის გამო, რომ მამამისი სულ მოგზაურობაში იყო რაჯს სწავლა მოუწია სხვადასხვა ადგილებში: პეშავარში, კალკუტაში და ბომბეიში. 6 წლის რაჯი დედამისთან ერთად ტოვებს პეშავარს და მოემართება ბომბეისაკენ, სადაც უკვე მამამისს პრიტჰვირაჯ კაპურის საკუთარი თეატრი ჰქონდა დაარსებული. რაჯი პირველად პატარა როლში 1935 წელს გადაიღეს, ხოლო 1943 იდან იწყება მისი კინოში აღმასვლა. 1947 წელს დააარსა საკუთარი კინოსტუდია R.K.Films. გადაიღო 11 ფილმი როგორც რეჟისორმა. გადაღებულია 67 ფილმში. პროდიუსერია 17 ფილმისა როგორც საკუთარ სტუდიაში ისე სხვისი ფილმებისა. გარდაიცვალა გულის შეტევით, ასევე ჰქონდა თირკმელების შეჩერება და ასთმა.

რაჯ კაპურის მეუღლეა კრიშნა მალჰოტრა ნატჰი. კრიშნა და მისი მამამთილი ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ანუ კრიშნა პრიტჰვირაჯის დედის ძმის შვილია. კრიშნას მამას რევას 14 შვილი ჰყავდა სამი ცოლისაგან. მათ შორისაა მსახიობები პრემ ნატჰი, ნარენდრა ნატჰი და რაჯენდრა ნატჰი. ფაქტია რომ კრიშნა რაჯის დეიდა იყო, შემდეგ კი ცოლი. როცა დაქორწინდნენ ის 16 წლისა იყო, ხოლო რაჯი 22-ის, ეს მოხდა 1946 წელს როცა რაჯი პოპულარობის მწვერვალზე იყო. კრიშნა მხოლოდდამხოლოდ დიასახლისობით იყო დაკავებული, სტუმრების მიღება-გასტუმრებით და შვილების აღზრდით. რაჯ კაპურის შვილებია: 1) რანდჰირ კაპური(დ.1947). მსახიობი. მეუღლე მსახიობი ბაბიტა. შვილები მსახიობები კარიშმა და კარინა კაპური. 2) რიტუ (დ. 1948) ქმარი ვინმე რაჯან ნანდა (დაქორწინდნენ 1969 წელს). შვილები ნიტაშა და ნიხილი (ნიხილმა 1996 წელს ცოლად შეირთო მსახიობ ამიტაბ ბაჩანის ქალიშვილი შვეტა. ყავთ შვილი ნაველი ნანდა (დ. 1997). 3) რიში კაპური (დ.1952) მსახიობი. მეუღლე მსახიობი ნიტუ სინგჰი. 4) რიმა (დ. 1956)გათხოვილია ვინმე მანოჯ ჯაინზე. შვილები შაში და კოშუ.5) რაჯივი (დ. 1962). მსახიობი.

რაჯ კაპურის ძმებია მსახიობები შამი კაპური და შაში კაპური.

რაჯ კაპური და ნარგიზ დათი რედაქტირება

რაჯ კაპურის როგორც მსახიობური, ასევე რეჟისორული მოღვაწეობის, შეიძლება ითქვას განსაკუთრებით ნაყოფიერი წლები პირდაპირაა დაკავშირებული მსახიობ ნარგიზ დათისთან. 1947 წლიდან, მათი გაცნობის დღიდანვე ბედისწერის მიერ განკუთვნილნი იყვნენ დაეწერათ ინდური კინოს ისტორიაში ახალი ლამაზი ფურცელი. ნარგიზ დათი 18 წლის იყო, ხოლო რაჯ კაპური 23-ის. რაჯ კაპურმა მათი გაცნობა და პირველი შეხვედრა უკვდავყო ფილმში ბობბიbobbi” 1973, როცა ბობბი (დიმპლ კაპადია) კარებს უღებს რაჯს (რიში კაპური) და ნერვიულობისაგან ცომიან ხელს თმებზე იწმინდავს.[7] რაჯ კაპური 1946 წლიდან დაქორწინებული იყო მამის ბიძაშვილზე კრიშნა მალჰოტრა ნატჰიზე, მათი დანიშვნა ოჯახების მიერ იყო შეთანხმებული 1940 წლიდან.[8] რაჯ კაპურსა და ნარგიზ დათის ერთად გადაღებული აქვთ 16 ფილმი:[9]

ფილმოგრაფია რედაქტირება

მსახიობი რედაქტირება

  • 1935: Inquilab / इन्कलाब /მიწისძვრა
  • 1943: Gauri / गौरी / გაური
  • 1943: Hamari Baat / हमारी बात / ჩვენ ვართ
  • 1946: Valmiki / वाल्मीकि / ვალმიკი
  • 1947: Chittor Vijay / चित्तौड़ विजय
  • 1947: Dil-Ki-Rani / दिल की रानी
  • 1947: Jail Yatra / जेल यात्रा / ციხის ტური
  • 1947: Neel Kamal / नील कमल / ნილ კამალი
  • 1948: Amar Prem / अमर प्रेम / მარადიული სიყვარული
  • 1948: Gopinath / गोपीनाथ / გიპინატჰი
  • 1948: Aag / आग / ცეცხლი / + რეჟ,პრ
  • 1949: Barsaat / बरसात / წვიმა / + რეჟ,პრ
  • 1949: Andaz / अंदाज़ / სტილი
  • 1949: Parivartan / परिवर्तन / ცვლილება
  • 1949: Sunehre Din / सुनहरेदिन / დიდების დღეები
  • 1950: Banwra / भँवरा
  • 1950: Bawre Nain / बावरे नैन
  • 1950: Dastan / दास्तान / ამბავი
  • 1950: Pyaar / प्यार / სიყვარული
  • 1950: Jan Pahchan / जान पहचान / ცოდნა
  • 1950: Sargam / सरगम / მელოდია
  • 1951: Awaara / आवारा / ავარა / + რეჟ,პრ
  • 1951: Ashiana / आशियाना / აშიანა
  • 1952: Anhonee / अनहोनी / შეუძლებელი
  • 1952: Amber / अंबर / ამბერი
  • 1952: Bewafa / बेवफ़ा / მუხანათი
  • 1953: Aah / आह / ეჰ
  • 1953: Dhoon / धुन / მოწყობა
  • 1953: Paapi / पापी / ცოდვილი
  • 1954: Boot Polish / बूट पॉलिश / ფეხსაცმლის წმენდავი / + პრ
  • 1955: Shree 420 / श्री ४२० / ბატონი 420 / + პრ
  • 1956: Chori Chori / चोरी चोरी / ყველასგან საიდუმლოდ
  • 1956: Jagte Raho! / जागते रहो / ფხიზლად ყოფნა / + პრ
  • 1957: Sharada / शारदा / შარადა
  • 1958: Parvarish / परवरिश / აღზრდა
  • 1958: Phil Subha Hogi / फिर सुबह होगी / მაშინ დიდლით
  • 1959: Anari / अनाड़ी / სისულელე
  • 1959: Char Dil Char Raahein / चार दिल चार राहें
  • 1959: Kanhaiya / कन्हैया
  • 1959: Main Nashe Men Hoon / मैं नशे में हूँ / ბედის თამაში
  • 1959: Do Ustad / दो उस्ताद / ორი უფროსი
  • 1960: Chhalia / छलिया / სიცრუე
  • 1960: Jis Desh Men Ganga Behti Hai / जिस देश में गंगा बहती है / ქვეყანა სადაც განგი მოედინება / + პრ
  • 1960: Shriman Satyawadi / श्रीमान सत्यवादी / კეთილი ბატონო
  • 1961: Nazrana / नज़राना / ქრთამი
  • 1962: Aashiq / आशिक / მეგობარი
  • 1963: Dil Hi To Hai / दिल ही तो है / ისე როგორც გული
  • 1963: Ek Dil Sau Afsane / एक दिल सौ अफ़साने
  • 1964: Sangam / संगम / სანგამი / + რეჟ, პრ
  • 1964: Dulha Dulhan / दूल्हा दुल्हन / საქმროს საცოლე
  • 1966: Teesri Kasam / तीसरी कसम / მესამე ფიცი
  • 1967: Diwana / दीवाना / გიჟი
  • 1968: Duniya Ki Sair / მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო
  • 1968: Sapnon Ka Saudagar / सपनों का सौदागर / ოცნებებით ვაჭრობა
  • 1970: Mera Naam Joker / मेरा नाम जोकर / მე მქვია მასხარა / + რეჟ, პრ
  • 1971: Kal Aaj Aur Kal / कल आज और कल / გუშინ, დღეს, ხვალ / + პრ
  • 1973: Mera Desh Mera Dharam / मेरा दोस्त मेरा धर्म / ჩვენი რელიგია ჩვენი მეგობარია
  • 1975: Do Jasoos / दो जासूस / ორი ჯაშუში
  • 1976: Dharam Karam/ धरम करम / ბედის ეშმაკობა / + პრ
  • 1976: Khaan Dost / ख़ान दोस्त / მეგობარი ხანი
  • 1977: Chandi Sona / चाँदी सोना / ოქრო ვერცხლი
  • 1978: Naukri / नौकरी / სამუშაო
  • 1980: Abdullah / अब्दुल्ला / აბდულა
  • 1981: Naseeb / नसीब / ბედი
  • 1982: Vakil Babu / वकील बाबू / ადვოკატი ბაბუ
  • 1982: Gopichand Jasoos / गोपीचन्द जासूस / გოპიჩანდი ჯაშუში
  • 1982: Kim / კიმი

რეჟისორი რედაქტირება

  • 1948: Aag (ცეცხლი) + მს,პრ
  • 1949: Barsaat (წვიმა) + მს,პრ
  • 1951: Awaara (ავარა) + მს,პრ
  • 1955: Shree 420 (ბატონი 420) + მს, პრ
  • 1964: Sangam (სანგამი)+ მს,პრ
  • 1970: Mera Naam Joker (მე მქვია მასხარა) + მს,პრ
  • 1973: Bobby (ბობი) + პრ
  • 1978: Satyam Shivam Sundaram (ჭეშმარიტება, სიყვარული, სილამაზე) + პრ
  • 1982: Prem Rog (სიყვარულის სენი) + პრ
  • 1985: Ram Teri Ganga Maili (განგა შენი წყალი აიმღვრა) + პრ

პროდიუსერი რედაქტირება

  • 1948: Aag (ცეცხლი) + რეჟ, მს
  • 1949: Barsaat (წვიმა) + რეჟ, მს
  • 1951: Awaara (ავარა) + რეჟ, მს
  • 1953: Aah (ეჰ)
  • 1954: Boot Polish (ფეხსაცმლის წმენდავი) + მს
  • 1955: Shree 420 (ბატონი 420) + რეჟ, მს
  • 1956: Jagte Raho! (ფხიზლად ყოფნა) + მს
  • 1957: Ab Dilli Dur Nahin
  • 1960: Jis Desh Men Ganga Behti Hai (ქვეყანა სადაც განგი მოედინება) + მს
  • 1964: Sangam (სანგამი) + რეჟ, მს
  • 1970: Mera Naam Joker (მე მქვია მასხარა) + რეჟ, მს
  • 1971: Kal Aaj Aur Kal (გუშინ, დრეს და ხვალ) + მს
  • 1973: Bobby (ბობი) + რეჟ
  • 1975: Dharam Karam (ბედის ეშმაკობა)
  • 1978: Satyam Shivam Sundaram (ჭეშმარიტება, სიყვარული, სილამაზე) + რეჟ
  • 1982: Prem Rog (სიყვარულის სენი) + რეჟ
  • 1985: Ram Teri Ganga Maili (განგა შენი წყალი აიმღვრა) + რეჟ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Raj Kapoor and the Golden Age of Indian Cinema. hcl.harvard.edu (19 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2018.
  2. 14th December 1924: Raj Kapoor, Indian actors and directors, was born. mapsofindia.com (18 February 2016).
  3. Raj Kapoor: The Greatest Showman. sulekha.com (18 February 2016).
  4. Allmusic biography
  5. (1965) Film World. T.M. Ramachandran. 
  6. „All-Time 100 Movies“. Time. 12 February 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2011.
  7. https://www.bollywoodbubble.com/when-raj-kapoor-immortalised-his-first-meeting-with-actress-nargis-on-the-silver-screen/[მკვდარი ბმული]
  8. http://starsunfolded.com/krishna-kapoor/
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-03. ციტირების თარიღი: 2017-07-17.