რაშამი დესაი

ინდოელი მსახიობი , მოდელი და მოცეკვავე .

რაშამი დესაი (დ. 13 თებერვალი, 1986) — ინდოელი მსახიობი, მოდელი და მოცეკვავე, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ტაპასია რათჰორის როლით Colors TV-ის პოპულალურ სატელევიზიო საპნის ოპერაში „ორი ბედი“ და პრიტის როლით სერიალში „ჩვენი არასრული ისტორია“. სანამ დესაი ტელევიზიის მსახიობი გახდებოდა, მან რამდენიმე დაბალბიუჯეტიან ფილმში მიიღო მონაწილეობა. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო საცეკვაო რეალითი შოუს „ეძებე“ 5-ე სეზონში. ის ასევე 2015 წელს მონაწილეობდა საცეკვაო რეალით შოუში „ცეკვის პარტნიორი 7“ თავის ყოფილ მეუღლე ნანდიშ სანდუსთან ერთად. 2017-2018 წლებში დესაი თამაშობდა შორვორის როლს Colors TV ის პოპულალურ შოუში „გულიდან გულამდე“, სიდჰარტ შუკლასთან ერთად. 2018 წელს იგი დასახელდა ინდოეთის ყველაზე მაღალანაზღაურებად სატელევიზიო მსახიობ ქალად.

რაშამი დესაი

დესაი 2015 წელს
დაბადების სახელი დივია დესაი[1]
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1986 (1986-02-13) (38 წლის)
მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი
ეროვნება ინდოელი
პროფესია მსახიობი, მოდელი, მოცეკვავე
აქტიური 2004-დღემდე
რელიგია ინდუიზმი
მეუღლე(ები) ნანდიშ სანდჰუ (2012–2015)
მშობლები მამა: ლატე აჯაი დესაი
დედა: რასილა დესაი

ბიოგრაფია რედაქტირება

რაშამი დესაი დაიბადა მუმბაიში 1986 წლის 13 თებერვალს, გუჯარათელების ოჯახში. რაშამის დედა რასილა დესაი მასწავლებელი იყო, ხოლო მამა ლატე აჯაი დესაი ბავშვობაში გარდაეცვალა.

მან სამსახიობო მოღვაწეობა ადრეულ ასაკში დაიწყო. 2006 წელს მისი პირველი სატელევიზიო დებიუტი შედგა Zee TV-ის სერიალში „რავანა“ და Sony TV-ის სერიალში „გაიცანი ჩვენი საყვარელი მონა “. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო Colors TV პოპულალურ საპნის ოპერაში „ორი ბედი“. 2012 წლის მარტში ის წავიდა სერიალიდან, რადგან ფიქრობდა, რომ არ შეეძლო თავისზე უფროსი ადამიანის როლის შეესრულება, თუმცა 2012 წლის ნოემბერში გადაღებებს დაუბრუნდა.

2012 წელს საცეკვაო რეალითი შოუს „ეძებე“ მეხუთე სეზონში დაიკავა მეორე ადგილი, 2015 წელს საცეკვაო შოუს „ცეკვის პარტნიორის“ მეშვიდე სეზონში თავის მეუღლესთან ერთად მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილის მოპოვებაც მოახერხა. 2015 დესაიმ მონაწილეობა მიიღო შოუს „Fear Factor: Khatron Ke Khiladi“ (ქართ. შიშის ფაქტორი საშიში მოთამაშე) მე-6 სეზონში, თუმცა მალევე გავარდა, მაგრამ ის კვლავ დააბრუნეს ველური ბარათის მეშვეობით. დესაი Colors TV-ზე გამართული შოუს „Kitchen“ (ქართ. სამზარეულოს) მეორე სეზონის გამარჯვებულია.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

რაშამი დესაი დაქორწინდა მსახიობ ნანდიშ სანდჰუზე 2012 წლის 12 თებერვალს.[2] მათ ეყოლათ ქალიშვილი მანია სინქი.

2014 წელს დესაი და სანდჰუ დროებით ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მალევე შერიგდნენ. ერთი წლის შემდეგ კი წყვილი განქორწინდა.[3] ამჟამად დესაი არის სიდჰარტ შუკლას პარტნიორი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. TNN. (29 იანვარი, 2008) Divya is now Rashmi. The Times of India. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2016.
  2. It feels good to be married: Nandish Sandhu დაარქივებული 2013-09-28 საიტზე Wayback Machine. . The Times of India. 2 მარტი, 2012. დაარქვივებულია 8 ივლისი, 2016.
  3. TV actors Rashami Desai, Nandish Sandhu file for divorce. Hindustantimes.com (30 დეკემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 8 ივლისიმ 2016.