რაფაელ ჩიმიშკიანი

რაფაელ ჩიმიშკიანი (დ. 23 მარტი 1929, თბილისი — გ. 25 სექტემბერი, 2022) — ქართველი და საბჭოთა ძალოსანი (50, 60 კგ). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 1953), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1954–1957) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951). საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1954, 1955, 1960 — პირად შეჯიბრებაში, 1948–1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 1952, 1953, 1957, 1958) და მესამე (1956) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საპატიო ნიშნის ორდენის (1957),[1] ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

რაფაელ ჩიმიშკიანი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი რაფაელ არკადის ძე ჩიმიშკიანი
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1929
დაბ. ადგილი ტფილისი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 2022 (93 წლის)
სიმაღლე 158 სმ
წონა 56–60 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სახეობა ძალოსნობა
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
მწვრთნელი პავლე გუმაშიანი
იზრაილ მეხანიკი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1956 საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1952 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ჰელსინკი 1952 -60 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი პარიზი 1950 -56 კგ
ვერცხლი სტოკჰოლმი 1953 -60 კგ
ოქრო ვენა 1954 -60 კგ
ოქრო მიუნხენი 1955 -60 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო პარიზი 1950 -56 კგ
ოქრო ჰელსინკი 1952 -60 კგ
ვერცხლი სტოკჰოლმი 1953 -60 კგ
ოქრო ვენა 1954 -60 კგ
ოქრო მიუნხენი 1955 -60 კგ
ოქრო ჰელსინკი 1956 -60 კგ
ოქრო კატოვიცე 1957 -60 კგ

დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი იყვნენ პირველი სპორტსმენები საქართველოდან, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვეს.[2][3][4][5]

2012 წლის 23 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[6]

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში. მამა, არკადი ჩიმიშკიანი, რკინიგზის სამმართველოში ცვლის უფროსად მუშაობდა, დედა, ნინო ბერიძე — დიასახლისი, ოჯახს უძღვებოდა. ძმა სურენი რაფაელზე სამი წლით იყო უფროსი.[7]

მერვე კლასის მოსწავლემ ბესიკის ქუჩაზე № 4 „დინამოს“ დარბაზში პავლე გუმაშიანის ჯგუფში დაიწყო ვარჯიში. იმ დროს ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ ისეთი სახელოვანი ძალოსნები, როგორებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები — მოისეი კასიანიკი, ვლადიმერ სვეტილკო და მამია ჟღენტი.[8]

სამი თვის ვარჯიშის შემდეგ საკავშირო პირველობაზე ქალაქ გორკში გაემგზავრა. მის წონაში სამ ათეულზე მეტი ძალოსანი გამოდიოდა, რომელთა შორის მე-9 ადგილი დაიკავა.

1948 წლის მიწურულს ლენინგრადში საკავშირო ჩემპიონატზე სახელოვან სპორტსმენებს — ევროპის მაშინდელ ჩემპიონ ივან აზდაროვსა და საკავშირო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულ დიმიტრი დონსკოის აჯობა და მჩატე წონაში (56 კგ) პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.[9]

ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ჰელსინკიში მსოფლიო რეკორდით მოიგო: სამჭიდის ჯამში 337,5 კგ დაძლია.[10][11]

1952–1957 წლებში 10-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: სამჭიდში 5-ჯერ, ატაცში — 3-ჯერ, აკვრაში — 2-ჯერ.

1955 წლის ივნისში, მოსკოვში საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ძალოსანთა ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა. თავის წონით კატეგორიაში (60 კგ) 340 კგ დაძლია და მეტოქე დაამარცხა.

რაფაელ ჩიმიშკიანი არის ძალოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნად. 2003 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „რაფაელ ჩიმიშკიანი“.

2021 წლის 23 მარტს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძალოსნობაში საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა დაარსდა.[12]

გარდაიცვალა 2022 წლის 25 სექტემბერს, 93 წლის ასაკში.[13]

ძირითადი შედეგები რედაქტირება

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1950 ევროპის ჩემპიონატი   საფრანგეთი, პარიზი -56 კგ  
1950 მსოფლიო ჩემპიონატი   საფრანგეთი, პარიზი -56 კგ  
1952 ევროპის ჩემპიონატი   ფინეთი, ჰელსინკი -60 კგ  
1952 ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები   ფინეთი, ჰელსინკი -60 კგ  
1953 ევროპის ჩემპიონატი   შვედეთი, სტოკჰოლმი -60 კგ  
1953 მსოფლიო ჩემპიონატი   შვედეთი, სტოკჰოლმი -60 კგ  
1954 ევროპის ჩემპიონატი   ავსტრია, ვენა -60 კგ  
1954 მსოფლიო ჩემპიონატი   ავსტრია, ვენა -60 კგ  
1955 ევროპის ჩემპიონატი   გერმანია, მიუნხენი -60 კგ  
1955 მსოფლიო ჩემპიონატი   გერმანია, მიუნხენი -60 კგ  
1956 ევროპის ჩემპიონატი   ფინეთი, ჰელსინკი -60 კგ  
1957 ევროპის ჩემპიონატი   პოლონეთი, კატოვიცე -60 კგ  

მიღწევები რედაქტირება

ოლიმპიური ჩემპიონი
  •   1952 (60 კგ; ჰელსინკი)
მსოფლიოს ჩემპიონი
  •   1954 (60 კგ; ვენა, ავსტრია)
  •   1955 (60 კგ; მიუნხენი, გერმანია)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
  •   1950 (56 კგ; პარიზი, საფრანგეთი)
  •   1953 (60 კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი)
ევროპის ჩემპიონი
  •   1950 (56 კგ; პარიზი, საფრანგეთი)
  •   1954 (60 კგ; ვენა, ავსტრია)
  •   1955 (60 კგ; მიუნხენი, გერმანია)
  •   1956 (60 კგ; ჰელსინკი, ფინეთი)
  •   1957 (60 კგ; კატოვიცე, პოლონეთი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
  •   1953 (60 კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
  •   1951
საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1956 (60 კგ; მოსკოვი)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1948 (გუნდური)
  •   1949 (49 კგ და გუნდური; ვორონეჟი)
  •   1950 (გუნდური; ხარკივი)
  •   1951 (60 კგ და გუნდური; კაუნასი)
  •   1952 (გუნდური; ივანოვო)
  •   1954 (60 კგ; პეტროზავოდსკი)
  •   1955 (60 კგ; მინსკი)
  •   1960 (60 კგ; ლენინგრადი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1950 (60 კგ; ხარკივი)
  •   1952 (60 კგ; ივანოვო)
  •   1953 (60 კგ; ტალინი)
  •   1957 (60 კგ; ლვოვი)
  •   1958 (60 კგ; სტალინო)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1956 (60 კგ; მოსკოვი)
  •   1962 (60 კგ; თბილისი)

ლიტერატურა რედაქტირება

  • თავისუფლების დღიურები, 2008 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, გვ. 208, თბ., 2009
  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 222. 371 გვ.
  • ჭელიძე, დავით., რაფაელ ჩიმიშკიანი, თბ.: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, 2011.
  • Павлов С. П., Чимишкян Рафаэль Аркадьевич, М.: Олимпийская энциклопедия, 1980. — გვ. 415.

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 27.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  2. ჭელიძე, დ., 2011, გვ. 37
  3. „განათლების მინისტრის მოადგილეებმა რაფაელ ჩიმიშკიანს 90 წლის იუბილე მიულოცეს“. InterPressNews.ge. ინტერპრესნიუსი. 23 მარტი, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. Rafael Chimishkyan. Chidlovski.net. Arthur R. Chidlovski. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022
  5. ვინ იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები. players.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-12. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2022
  6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური (9 მაისი, 2020). „მინისტრმა რაფაელ ჩიმიშკიანი და იური ოსიპოვი სპორტის რაინდის წოდებებით დააჯილდოვა“. sok.ge. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. ჭელიძე, დ., 2011, გვ. 5
  8. „Вспоминая Рафаэля Чимишкяна“. zen.yandex.ru. 1 ივლისი, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. ციტატა: „Испытав на себе мою силу, он пригласил меня в клуб, находящийся в подвале дома № 4 по улице Бесики, где в то время занимались такие знаменитые штангисты, как чемпион СССР, заслуженный мастер спорта Касьянник, чемпион СССР, серебряный призёр чемпионата мира 1946 года, заслуженный мастер спорта Владимир Светилко, чемпион СССР, заслуженный мастер спорта Мамия Жгенти.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. დანელია, ვაჟა (12 მაისი, 2019). „რაფაელ ჩიმიშკიანი: ვორობიოვმა სტალინს აგინა, მეკოკიშვილმა გაულაწუნა, მე ტრაპზე გამომიცხადეს — ოლიმპიადისთვის ფორმაში არ ხარო“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. Павел Копачев и Вячеслав Самбур в гостях у человека, который выиграл для Союза золото самой первой Олимпиады. (9 მაისი, 2020). „«Американцы присылали нам яичный порошок гуманитарной помощью». СССР на первой Олимпиаде после войны“. Sports.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  11. „О сильных и умелых. И.Б. Борисов · Маленькое чудо“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. ციტატა: „На Олимпийских играх 1952 года сильнейший полулегковес страны стал сильнейшим в мире. В затянувшемся за полночь поединке с тринададцем Уилкисом молодой советский штангист установил мировой рекорд в троебории — 337,5 кг.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. „თბილისის მერიამ საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის თბილისის ღია პირველობა დააარსა“. imedinews.ge. Imedi News. 23 მარტი, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-01. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  13. მათიაშვილი, ნიკა (25 სექტემბერი, 2022). „93 წლის ასაკში რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა“. crystalsport.ge. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)