რაული ანუ სანდი (ინგლ. Raoul, ინგლ. Sunday) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, კერმადეკის კუნძულების შემადგენლობაში. რამდენიმე ათასწლეულის წინ მომხდარა ძლიერი ვულკანური აქტივობა, სადაც დომინირებდა დაციტის ამოფრქვევები.

რაულის კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. Raoul
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 29°15′ ს. გ. 177°55′ ა. გ. / 29.250° ს. გ. 177.917° ა. გ. / -29.250; 177.917
ფართობი 29,38 კმ²
უმაღლესი წერტილი 516 მ
მუმუკაი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

გეოგრაფია რედაქტირება

ფართობი 29,38 კმ²-ს შეადგენს. (არქიპელაგ კერმადეკის მთლიანი ფართობია — დაახლოებით 33 კმ²). მდებარეობს არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. უმაღლესი წერტილი — მთა მუმუკაი (516 მეტრი ზღვის დონიდან), რომელიც ასევე მთელი არქიპელაგის უმაღლესი წერტილიცაა.

გეოლოგიურად სტრატოვულკანია.

ისტორია რედაქტირება

კუნძულზე აღმოჩენილია პოლინეზიური ტიპის ქვის იარაღები, რაც მის პრეისტორიულ დასახლებებზე მიუთითებს, თუმცა დასავლეთელი მეზღვაურების მიერ აღმოჩენის მომენტში, კუნძული დაუსახლებელი იყო.

მოსახლეობა რედაქტირება

კუნძულის მოსახლეობა შედგება სამეცნიერო სადგურის რამდენიმე პერსონალისგან. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა 8 ათასამდე პოლინეზიელი ადამიანი, მაგრამ 1934 წლიდან არქიპელაგი რეზერვატია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება