რატი სამყურაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი

რატი სამყურაშვილი (დ. 19 დეკემბერი, 1977, ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 6 აპრილი, 2020) — ქართველი პოლიტიკოსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, საქართველოს პარლამენტის ორგზის (2004, 2008) წევრი.

რატი სამყურაშვილი
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1977
დაბადების ადგილი ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 აპრილი, 2020 (42 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მეუღლე/ები ეკატერინე ტოგონიძე

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2000 წელს კი ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა. 2000-2003 წლებში იყო თსუ-ს პოლიტოლოგიის კათედრის ასპირანტი, ხოლო 2012-2014 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

2001 წელს გახდა პოლიტიკური გაერთიანება — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2002-2003 წლებში კი იკავებდა ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მდივნის მოადგილის პოსტს. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “ და ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. ასევე იყო ევროპის საბჭოს ასამბლეის საპარლამენტო დელეგაციის წევრი.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება