რასულ აბაკარ ოღლი ჩუნაევი (აზერ. Rəsul Çunayev; დ. 7 იანვარი, 1991, ენი შარიფი, ბელაქანის რაიონი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წევრი, პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს ჩემპიონი 2015 წელს[1], 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ევროპის 2014 და 2018 წლების ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი, 2015 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული, 2013 წელს გამართული ზაფხულის უნივერსიადის 2013 გამარჯვებული. რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართული 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი[2].

რასულ ჩუნაევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1991(1991-01-07) (33 წლის)
დაბ. ადგილი იენი-შარიფი
სიმაღლე 1,71
ქვეყანა აზერბაიჯანი

ბიოგრაფია რედაქტირება

რასულ ჩუნაევი დაიბადა 1991 წლის 7 იანვარს სოფელ ენი შარიფში,[3] აზერბაიჯანის ბალქანის რაიონში. რასულ ჩუნაევმა, ჭიდაობა 9 წლის ასაკში დაიწყო უზეირ ჰაჯიბეევის სახელობის სოფლის საშუალო სკოლაში ისმაილ ჩოფსიევის ხელმძღვანელობით. 2001 წელს ჩოფიევმა რასული დედაქალაქ ბაქოში წაიყვანა, სადაც ჭიდაობა გააგრძელა რესპუბლიკურ ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში. სწავლა გააგრძელა 2006 წლამდე, ამავე დროს მონაწილეობას იღებდა კადეტთა ტურნირებში, შემდეგ კი იუნიორთა შორის. 2006 წელს გახდა აზერბაიჯანის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, 2008 წლიდან კი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი.

2010 წელს მიიღო სპორტის ოსტატის წოდება. 2010-2014 წლებში იყო აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტი. 2014-2015 წლებში რასულ ჩუნაევი მსახურობდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების რიგებში. 2015 წლის 7 ივლისს მას მიენიჭა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ლეიტენანტის წოდება.[4]. არ იმყოფება ქორწინებაში. ჩუნაევი წარმოშობით ხუნძია.[5].

ჩუნაევმა 2015 წელს მოიგო ბაქოში გამართული პირველი ევროპული თამაშები. 1/8 ფინალში დაამარცხა მოლდოველი დანიელ კატარგა, ანგარიშით 7:6. მეოთხეფინალში დაამარცხა ხორვატი დომინიკ ეტლინგერი, ანგარიშით 4:0. ნახევარფინალში ანგარიშით 10:0 დაამარცხა ბულგარელი სვილენ კოსტადინოვი. ფინალში დაამარცხა უნგრელი ბალინტ კორპაში. [6] 2017 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ისლამის სოლიდარობის თამაშებზე. [7] არის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის პრიზიორი (2014, 2018). არის მსოფლიო ჩემპიონატის ერთგზის გამარჯვებული (2015) და ორგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2014, 2018).

2015 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1/32 ფინალში დაამარცხა მონაკოს წარმომადგენელი ფრანკ ჰასელი, ანგარიშით 9:1. 1/16 ფინალში ანგარიშით 9:0 დაამარცხა რუსი ადამ კურაკი. მეოთხედფინალში ანგარიშით 9:0 დაამარცხა ამერიკელი ჯასტინ ლესტერი. ნახევარფინალში ანგარიშით 8:0 დაამარცხა წიმურ ბერდიეუ. ფინალში ანგარიშით 6:4 დაამარცხა უკრაინის წარმომადგენელი არმენ ვარდანიანი. [8]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჩუნაევს უყვარს ცეკვა. მას ხშირად აღწერენ, როგორც მშვიდს და მოდუნებულს. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშვნა მას შემდეგ მოხდა, რაც ჩუნაევმა დაამარცხა რუსი მოჭიდავე ისლამბეკ ალბევი 2013 წლის ზაფხულის უნივერსიადაზე, როდესაც მან ლეზგინკა, კავკასიის ტრადიციული ცეკვა, შეასრულა ხალიჩაზე.[9][10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება