რანილ ვიკრამასინგჰე

რანილ ვიკრამასინგჰე (სინჰალ. රනිල් වික්රමසිංහ, ტამილ. ரணில் விக்கிரமசிங்க, დ. 24 მარტი 1949, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1993-1994, 2001-2004, 2015-2019 წლებში და 2022 წლის 12 მაისიდან. შრი-ლანკის გაერთიანებული ეროვნული პარტიის ლიდერი 1994 წლის 12 ნოემბრიდან. 2019 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა 2019 წლის 20 ნოემბერს, რადგან ახალმა პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაქსამ აღნიშნულ თანამდებობაზე თავისი ძმა მაჰინდა რაჯაპაქსა დანიშნა. 2022 წლის 15 ივლისიდან გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. 2022 წლის 20 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტად აირჩია.[1]

რანილ ვიკრამასინგჰე
რანილ ვიკრამასინგჰე
შრი-ლანკის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 ივლისი, 2022
წინამორბედიგოტაბაია რაჯაპაქსა

შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მაისი, 2022 – დღემდე
პრეზიდენტიგოტაბაია რაჯაპაქსა
წინამორბედიმაჰინდა რაჯაპაქსა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 დეკემბერი 2001 – 6 აპრილი 2004
პრეზიდენტიჩანდრიკა კუმარატუნგა
წინამორბედირატნასირი ვიკრემანაიაკე
მემკვიდრემაჰინდა რაჯაპაქსა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მაისი, 1993 – 18 აგვისტო, 1994
პრეზიდენტიდინგირი ბანდა ვიჯეტუნგა
წინამორბედიდინგირი ბანდა ვიჯეტუნგა
მემკვიდრეჩანდრიკა კუმარატუნგა

დაბადებული24 მარტი, 1949 (1949-03-24) (75 წლის)
კოლომბო, შრი-ლანკა
პოლიტიკური პარტიაშრი-ლანკის გაერთიანებული ეროვნული პარტია
მეუღლემაიტრე ვიკრამასინგჰე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1949 წლის 24 მარტს კოლომბოში. იგი იყო ესმონდ ვიკრამასინგჰესა და ნალინი ვიკრამასინგჰეს მეორე შვილი. მამამისი მედიამაგნატი იყო. განათლება მიიღო კოლომბოს სამეფო კოლეჯში და სამართლის კოლეჯში. წარმატებული იურისტი, ვიკრამასინგჰე გაერთიანებული ეროვნული პარტიის რიგებში გაწევრიანდა 1970-იანი წლების დასაწყისში ბიძამისის, შრი-ლანკის მომავალი პირველი პრეზიდენტის ჯუნიუს ჯაიევარდენეს მიწვევით. პირველად პარლამენტში აირჩიეს 1977 წელს და დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის საქმეთა და შროიმის მინისტრად.

რანასინგჰე პრემადასას პრეზიდენტობის დროს ვიკრამასინგჰეს ეკავა მრეწველობის მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის თანამდებობა. „თამილ-ილამის განმათავისუფლებელი ვეფხვების“ ტერორისტების მიერ პრემადასას მკვლელობის შემდეგ გახდა პრემიერ-მინისტრი.

1994 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულმა ეროვნულმა პარტიამ პირველად 17 წლის განმავლობააში დაკარგა უპირატესობა შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის სასარგებლოდ. ამავე წლის ნოემბრიდან ვიკრამასინგჰე, როგორც პარტიის ლიდერი, გახდა ოპოზიციის ხელმძღვანელი.

1999 წელს პრეზიდენტმა ჩანდრიკა კუმარატუნგამ გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ვიკრამასინგჰე გახდაა გაერთიანებული ეროვნული პარტიის კანდიდატი. ორივე კანდიდატის შანსები თანაბარი იყო, მაგრამ არცევნებამდე ორი დღით ადრე კუმარატუნგაზე განხორციელდა თავდასხმა, რამაც განაპირობა მისი გამარჯვება არჩევნების პირველივე ტურში.

მაგრამ 200 წელს სახლხო ალიანსში მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც ჩანდრიკა კუმარატუნგამ კვლავ ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამ არჩევნებში ვიკრამასინგჰეს პარტიამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და იგი გახდა პრემიერ-მინისტრი. პრაქტიკულად ხელისუფლებაში მოსვლის თანავე ვიკრამასინგჰემ თამილ-ილამის განმთავისუფლებელ ვეფხვებთან ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას და წამოაყენა სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივა ნორვეგიის შუამავლობით. მისი მმართველობის დროს ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად 6 %-ს აღწევდა. შემცირდა ინფლაცია. მაგრამა ქვეყანაში იმატა კორუფციულმა სკანდალებმა, რომელშიც ადანაშაულებდნენ გაერთიანებული ეროვნული პარტიის გავლენიან წევრებს. 2003 წელს ჩიხში შევიდა თამილ-ილამის ვეფხვებთან მოლაპარაკების პროცესიც. თამილები ითხოვდნენ ფედერაციული რესპუბლიკის შექმნას, რასაც არ დაეთანხმა პრეზიდენტი ჩანდრიკა კუმარატუნგა და ნოემბერში ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამ დროს ვიკრამასინგჰე ვიზიტით იმყოფებოდაა აშშ-ში. კუმარატუნგამ საკუთარ თავზე აიღო თავდაცვის, ფოსტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები და 2004 წლის აპრილისთვის დანიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები. გაერტიანებულმა ეროვნულმა პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ კუმარატუნგას პარტიამ შეადგინა კოალიცია სინჰალთა ეროვნულ პარტიასთან და ჩამოაყალიბა მთავრობა მაჰინდა რაჯაპაქსას მეთაურობით.

2005 წლის გაზაფხულზე კოალიცია დაიშალა. ვიკრამასინგჰემ 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნები წააგო რაჯაპაქსასთან (48,2 % 50,7 %-ის წინააღმდეგ), რასაც დიდწილად, ხელი შეუწყო თამილის ელექტორატის დაბალმა აქტივობამ ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში.

2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა მაითრიპალა სირისენას, რომლის მმართველობის პერიოდში 2015 წლის 9 იანვრიდან, 2019 წლის 20 ნოემბრამდე იყო პრემიერ-მინისტრი.

2022 წლის 12 მაისს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა.[2][3] 2022 წლის 15 ივლისიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა გადადგა საპროტესტო აქციების შედეგად.[4][5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Sri Lanka: Ranil Wickremesinghe elected president“. BBC News. 20 July 2022.
  2. RANIL SWORN IN AS PM – Top Story | Daily Mirror English. ციტირების თარიღი: 12 May 2022
  3. Ellis-Petersen, Hannah. (12 May 2022) Sri Lanka president brings back five-time former PM in effort to ease crisis en. ციტირების თარიღი: 15 May 2022
  4. PM says he is willing to resign – Latest News | Daily Mirror English. ციტირების თარიღი: 9 July 2022
  5. Press, The Associated (9 July 2022). „Sri Lanka protesters set the prime minister's home on fire after he agrees to resign“. NPR (ინგლისური). ციტირების თარიღი: 9 July 2022.