რანდი (ან რენდი) — ფულის ერთეული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

სამხრეთ აფრიკული რანდი
Zuid-Afrikaanse Rand
200 რანდი
200 რანდი
კოდი ISO 4217 ZAR
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ოფიციალური
მომხმარებლები
*სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
შედგება 100 100 ცენტი
სიმბოლო R
მონეტები 5, 10, 20, 50 ცენტი და 1, 2, 5 რანდი
ბანკნოტები 10, 20, 50, 100, 200 რანდი
ცენტრალური ბანკი სამხრეთ აფრიკის სარეზევრო ბანკი

რანდი ასევე ფულის ერთეულია შემდეგ სახელმწიფოებში:

ისტორია რედაქტირება

 
ძველი ბანკნოტები და მონეტები.

რანდი მიმოქცევაში შევიდა 1961 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩამოყალიბებასთან ერთად. მან შეცვალა სამხრეთ აფრიკული ფუნტი.

მონეტები რედაქტირება

  1961 წელს გამოშვებული იქნა მონეტები ნომინალით ½, 1, 2½, 5, 10, 20 და 50 ცენტი. 1965 წელს 2 ½ ცენტის მონეტა შეიცვალა 2 ცენტის ნომინალის მონეტით. ნახევარ ცენტიანი მონეტა ბოლოს მოჭრილი იქნა 1973 წელს. მონეტა 1 რანდი მიმოქცევაში შევიდა 1977 წელს, 1989 - 1990 წლებში გამოჩნდა 2 და 5 რანდის ნომინალის მონეტები. მონეტები 1 და 2 ცენტი ინფლაციის შედეგად მიმოქცევიდან ამოიღეს 2002 წელს.

2004 წლის აგვისტოში გამოშვებული იქნა ახალი მონეტა ნომინალით 5 რანდი.

ბანკნოტები რედაქტირება

ბანკნოტების პირველი სერია გამოშვებული იქნა 1961 წელს ნომინალით 1, 2, 10 და 20 რანდი. რანდი დიზაინით და ფერით ჰგავდა მის წინამორბედს სამხრეთ აფრიკულ ფუნტს, რადგან გაადვილებული ყოფილიყო ახალ ვალუტაზე გადასვლა. რანდზე გამოსახული იყო კეიპტაუნის დამაარსებლის იან ვან რიბეეკის პორტრეტი. ისევე როგორც ბოლო სამხრეთ აფრიკული ფუნტის ბანკნოტები, რანდიც იბეჭდებოდა ორი ვარიანტით: ერთ შემთხვევაში წარწერა თავიდან იწყებოდა ინგლისურად, შემდეგ აფრიკაანსით, ხოლო მეორე ვარიანტში პირიქით. ეს პრაქტიკა გაგრძელდა 1966 წლის ბანკნოტების სერიაშიც.

1978 წლის სერია შედგებოდა ბანკნოტებისგან ნომინალით 2, 5 და 10 რანდი. ბანკნოტები 20 და 50 რანდი შემოიღეს მხოლოდ 1984 წელს. ამ სერიამ განიცადა ყველაზე დიდი რაოდენობის ცვლილებები. 2, 10 და 50 რანდზე აფრიკაანსი გახდა პირველი ენა, ამავე დროს ინგლისური რჩებოდა პირველ ენად 5 და 20 რანდზე.

1990 წელს ბანკნოტების დიზაინი შეიცვალა: ავერსზე გაჩნდა აფრიკის «დიდ ხუთეულში» შემავალი ცხოველების გამოსახულება. 1994 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინლით 100 და 200 რანდი.

1990-1994 წლის ბანკნოტების სერია რედაქტირება

ნომინალი ავერსი რევერსი
10 რანდი    
20 რანდი    
50 რანდი    
100 რანდი    
200 რანდი    

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება