რამშტაინ-მიზენბახი

ეს სტატია ქალაქს ეხება. როკ–ჯგუფის შესახებ იხილეთ რამშტაინი.

რამშტაინ-მიზენბახი (გერმ. Ramstein-Miesenbach) — ქალაქი გერმანიაში, რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მხარეში, კაიზერსლაუტერნის რაიონში. არის ამავე სახელწოდების რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. რამშტაინ-მიზენბახი მდებარეობს დაახლოებით 20 კმ–ის მანძილზე ქალაქ კაიზერსლაუტერნიდან. რამშტაინ-მიზენბახი დაყოფილია სამ ნაწილად: რამშტაინი, მიზენბახი და ამ–კოლველდხენი. ქალაქის სამივე ნაწილი ერთმანეთს საავტომობილო და სარკინიგზო ხაზებით უკავშირდება. რამშტაინის ქალაქის ნაწილში ცხოვრობს 6.339 ადამიანი, ხოლო მიზენბახის მოსახლეობა 2.417–ს შეადგენს. ქალაქის სრული მოსახლეობა 2009 წლის აღწერით – 7.508 ადამიანი. რამშტაინის ტერიტორიაზე მდებარეობს რამშტაინის ავიაბაზა, სადაც 1988 წელს მოხდა რამშტაინის ავიაკატასტროფა.

ქალაქი
რამშტაინ-მიზენბახი
Ramstein-Miesenbach
გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე რაინლანდ-პფალცი
რაიონი კაიზერსლაუტერნის რაიონი
კოორდინატები 49°27′00″ ჩ. გ. 7°33′00″ ა. გ. / 49.45000° ჩ. გ. 7.55000° ა. გ. / 49.45000; 7.55000
დაარსდა 7 ივნისი, 1969
ფართობი 43,03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 238 მ
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 7.508 [1] კაცი (2009)
სიმჭიდროვე 174 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 06371
საფოსტო ინდექსი 66877
საავტომობილო კოდი KL
ოფიციალური საიტი http://www.ramstein-miesenbach.de
რამშტაინ-მიზენბახი — გერმანია
რამშტაინ-მიზენბახი
რამშტაინ-მიზენბახი — რაინლანდ-პფალცი
რამშტაინ-მიზენბახი

სქოლიო რედაქტირება