რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987 — პირველი მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში, რომელიც მიმდინარეობდა 1987 წლის 22 მაისიდან - 20 ივნისამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 1987

ტურნირის დეტალები
ტურნირის ვადები 22 მაისი - 20 ივნისი 1987
ადგილი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია - ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მონაწილე 16
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მეორე ადგილი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მესამე ადგილი უელსის დროშა უელსი
ტურნირის სტატისტიკა
ჩატარებული მატჩები 32
დასწრება 604 500  (18 891 თამაშზე)
ბომბარდირი(ები) ახალი ზელანდიის დროშა გრანტ ფოქსი  (126 ქულა)
ყველაზე მეტი ლელო ახალი ზელანდიის დროშა კრეიგ გრინი
ახალი ზელანდიის დროშა ჯონ კირვანი  (6 ლელო)

მსოფლიო თასის შემოღება ირბ-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზე დაადგინა. ოთხივე ბრიტანული ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და სამხრეთსა და ფრანგებს ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.

ირბ-ის მამებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბველები ჩართეს დასში, გაუგებარ მიზეზთა გამო უარზე მყოფი საბჭოთა კავშირის (საბჭოეთი მონაწილე 16-ეულში ეწერა, მაგრამ დასტურის გაგზავნის დრომ რომ მოატანა, სპორტ-კომიტეტმა ნაცადი ხრიკი მოიშველია, ესაო და საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად არ უნდა ეთამაშო არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკას, არამედ ყველას, ვისაც კი რასისტებთან ოდესმე (!) უბურთავიაო) ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.

თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. მეოთხედფინალში ყველა უძლიერესი უპრობლემოდ გავიდა. მათთან ერთდ მეოთხედფინალში გავიდა ფიჯიც.

სატურნირო ბადე ორგანიზატორებს ისე ჰქონდათ დაგეგმილი, რომ თანა-მასპინძლები ერთმანეთს ფინალში, "იდენ პარკზე" უნდა შეხვედროდნენ. მაგრამ , რომ აქამდე საქმე არ მივიდა, რადგან იმ წელს ევროპული "ხუთი ერის" სლემით მომგებმა საფრანგეთმა სიდნეის გარეუბანში აშენებულ "კონკორდზე", შეჯიბრების საუკეთესო მატჩად აღიარებულ ნახევარფინალში, სულ ბოლოსღა, დაალელოვა ავსტრლია.

ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რადგან ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. უელსელები კი მანამდე ნახევარფინალში სასტიკად მოისრნენ კივებთან.

ფინალში "ოლ ბლექსის" უპირატესობა უდავო იყო და მანაც მეთოდურად გამოუყვანა წირვა "ლე ბლეს".

დებიუტმა ყოველმხრივ გაამართლა: ბურთაობა ეშხიანი იყო. სტადიონებზე 600 ათასი კაცი მივიდა, სამასმა მილიონმა კი შეჯიბრს ტელევიზიით 17 ქვეყანაში უცქირა; ირბ-ს სარფად ერთი მილიონი (!) გირვანქა დარჩა. ჰოდა, მამებმაც მაშინ გადაწყვიტეს, თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ გაეთამაშებინათ[1].

სტადიონები რედაქტირება

ქვეყანა ქალაქი სტადიონი ტევადობა სურათი
  ავსტრალია ბრიზბენი Ballymore Stadium 24,000
სიდნეი Concord Oval 20,000
  ახალი ზელანდია ოკლენდი Eden Park 45,472  
ველინგტონი Athletic Park 39,000
კრაისტჩერჩი Lancaster Park 36,500  
დანიდინი Carisbrook 35,000  
როტორუა Rotorua International Stadium 35,000
ნეიპირი McLean Park 30,000
ჰამილტონი Rugby Park
ინვერკარგილი Rugby Park Stadium 17,000
პალმესტონ-ნორთი Showgrounds Oval

მონაწილე ქვეყნები რედაქტირება

აფრიკა ამერიკა აზია ევროპა ოკეანეთი

შედეგები რედაქტირება

ჯგუფი А რედაქტირება

გუნდი   ავსტრალია   ინგლისი   აშშ   იაპონია განსხ ქულა
  ავსტრალია 19:6 47:12 42:23 3 0 0 108−41 6
  ინგლისი 6:19 34:6 60:7 2 0 1 100−32 4
  აშშ 12:47 6:34 21:18 1 0 2 39−99 2
  იაპონია 23:42 7:60 18:21 0 0 3 48−123 0

ჯგუფი B რედაქტირება

გუნდი   უელსი   ირლანდია   კანადა   ტონგა განსხ ქულა
  უელსი 13:6 40:9 29:16 3 0 0 82−31 6
  ირლანდია 6:13 46:19 32:9 2 0 1 84−41 4
  კანადა 9:40 19:46 37:4 1 0 2 65−90 2
  ტონგა 16:29 9:32 4:37 0 0 3 29−98 0

ჯგუფი C რედაქტირება

გუნდი   ახალი ზელანდია   ფიჯი   იტალია   არგენტინა განსხ ქულა
  ახალი ზელანდია 74:13 70:6 46:15 3 0 0 190−34 6
  ფიჯი 13:74 15:18 28:9 1 0 2 56-101 2
  იტალია 6:70 18:15 16:25 1 0 2 40−110 2
  არგენტინა 15:46 9:28 25:16 1 0 2 49−90 2

ჯგუფი D რედაქტირება

გუნდი   საფრანგეთი   შოტლანდია   რუმინეთი   ზიმბაბვე განსხ ქულა
  საფრანგეთი 20:20 55:12 70:12 2 1 0 145−44 5
  შოტლანდია 20:20 55:28 60:21 2 1 0 135−69 5
  რუმინეთი 12:55 28:55 21:20 1 0 2 61−130 2
  ზიმბაბვე 12:70 21:60 20:21 0 0 3 53−151 0

პლეი-ოფი რედაქტირება

მეოთხედფინალი ნახევარფინალი ფინალი
                   
       
   ახალი ზელანდია  30
   შოტლანდია  3  
   ახალი ზელანდია  49
     უელსი  6  
   უელსი  16
   ინგლისი  3  
   ახალი ზელანდია  29
     საფრანგეთი  9
   საფრანგეთი  31
   ფიჯი  16  
   საფრანგეთი  30 მატჩი მესამე ადგილისთვის
     ავსტრალია  24  
   ავსტრალია  33    უელსი  22
   ირლანდია  15      ავსტრალია  21


 მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 
 
ახალი ზელანდია
პირველი წოდება
წინამორბედი:
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი
1987
შემდეგი:
1991
  1. http://www.geocities.ws/ovaluri/H7/25_RWC-1987.htm