რაბა (დუნაის შენაკადი)

მდინარე ავსტრიასა და უნგრეთში

რაბა, რაბი (უნგრ. Rába, გერმ. Raab) — მდინარე ავსტრიასა და უნგრეთში; დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 398 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 18 ათ. კმ². სათავეს იღებს ალპებში, მიედინება შუა დუნაის დაბლობის დასავლეთ ნაწილში. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზაფხულში — წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნები. იანვარ-თებერვალში არამდგრადი გაძვიფვა ახასიათებს. ჩადინება დარეგულირებულია, ქვემო დინებაში კალაპოტი — კანალიზირებული. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 70 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად, ქვემოთში (ქ. კერმენდის ქვემოთ) სანაოსნოა. შესართავთან სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი დიორი.

რაბა
უნგრ. Rába, გერმ. Raab

რაბა უნგრეთში
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
უნგრეთის დროშა უნგრეთი
სათავე ალპები
47°20′43″ ჩ. გ. 15°30′55″ ა. გ. / 47.34528° ჩ. გ. 15.51528° ა. გ. / 47.34528; 15.51528
სათავის მდებარეობა შტირია
სათავის სიმაღლე 1150 მ
შესართავი დუნაი
47°41′25″ ჩ. გ. 17°37′49″ ა. გ. / 47.69028° ჩ. გ. 17.63028° ა. გ. / 47.69028; 17.63028
სიგრძე 250 კმ
აუზის ფართობი 1020 კმ²
მდინარის სისტემა დუნაიშავი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 70 მ³/წმ
რაბა (დუნაის შენაკადი) — ცენტრალური ევროპა
რაბა (დუნაის შენაკადი)
რაბა (დუნაის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
რაბა ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება