ჟურუა (პორტ. Jurua) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, პერუსა და ბრაზილიაში, ამაზონის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 3280 კილომეტრი. სათავეს იღებს პერუს ანდების მთისწინეთში. უმთავრესად მიედინება ამაზონის დაბლობზე. საზრდოობს წვიმის წყლით. წყალუხვია იანვრიდან ივნისამდე, წყალმცირეა აგვისტო-ოქტომბერში. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 6000 მ3/წმ. სანაოსნოა ქალაქ კრუზეირუ-დუ-სულიდან.

ჟურუა
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სათავე ანდები, (პერუ)
სიგრძე 3280 კმ
აუზის ფართობი 200000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ჟურუა ვიკისაწყობში
ჟურუა ქალაქ კრუზეირუ-დუ-სულთან

ლიტერატურა რედაქტირება