ჟოზე დე ანშიეტა ან ხოსე დე ანხიეტა ლიარენა, (პორტ. José de Anchieta, ესპ. José de Anchieta Llarena; 19 მარტი 1534, სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა, კანარის კუნძულები — 9 ივნისი 1597, ანშიეტა, ბრაზილია) — იეზუიტი მისიონერი კანარის კუნძულებიდან, ერთ-ერთი უმსხვილესი ფიგურა კოლონიალური ბრაზილიის ისტორიასა და კულტურაში პორტუგალიელების მიერ მისი აღმოჩენიდან პირველი ასწლეულის განმავლობაში. ქალაქების სან-პაულუსა (1554 წლის 25 იანვარი) და რიო-დე-ჟანეიროს (1565 წლის 1 მარტი) დაარსების მონაწილე. მწერალი და პოეტი, ბრაზილიის ლიტერატურის აღიარებული ფუძემდებელი. შეადგინა ენა ტუპის პირველი გრამატიკა. ბრაზილიელი ინდიელების გაქრისტიანებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მიიღო ზედწოდება „ბრაზილიის მოციქული“; კათოლიკურმა ეკლესიამ იგი დალოცა (1980). ანშიეტის დღე (9 ივნისი) ბრაზილიაში 1965 წლიდან აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.

ჟოზე დე ანშიეტა

მის სახელს ატარებს ორი ბრაზილიური ქალაქი — ერთი შტატ ესპირიტუ-სანტუში (ყოფილი რერიტიბა), მეორე — შტატ სანტა-კატარინაში. 2014 წლის 3 აპრილს იგი პაპ ფრანცისკეს მიერ იქნა კანონიზირებული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება