ჟიულიან დე მარტინო (ცნობილი როგორც „ჟიული“) — ბრიტანელი მომღერალი-ტექსტების ავტორი და პოპ-დუეტის The Ting Tings წევრი[1] .

ჟიული დე მარტინო

ჟიულ დე მარტინო (მარცხნივ)
მარტი, 2009
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟიულიან დე მარტინო
აგრეთვე ცნობილი როგორც ჟიული
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1969 (1969-07-16) (54 წლის), ალბერტ პლეისი, აღმოსავლეთ ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
დაბ. ადგილი West Ham
ჟანრ(ებ)ი საცეკვაო პანკი
ნიუ რეივი
ინდი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი, ტექსტების ავტორი
საიტი thetingtings.com

ადრეული წლები რედაქტირება

დაიბადა ალბერტ პლეისში, აღმოსავლეთ ლონდონში, აღიზარდა კამბიას პატარა ქალაქ კირკბი სტეფენში, ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით, რაც წარმოადგენს უესტმორლენდის ნაწილს. 13 წლის ასაკში ჟიული შეუდგა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესწავლას[1].

მუსიკალური პროექტები რედაქტირება

Babakoto რედაქტირება

17 წლის ასაკში ჟიული შეუერთდა ინდი-ბანდას, სახელად „ბაბაკოტო“ (Babakoto)[2]. 1987 წლის ბოლოს ბანდამ გამოუშვა სინგლი, სახელწოდებით „Just to Get By“, რომელიც 1988 წლის ჩარტებში 7 კვირის განმავლობაში ტრიალებდა[3].

Mojo Pin რედაქტირება

მას შემდგომ, რაც ბაბაკოტო დაიშალა, ჟიული შეუერთდა ახალ ინდი-ბანდას - მოჯო პინს, როგორც მთავარი სოლისტი. ბანდას სახელი ეწოდა ჯეფ ბაკლის 1994 წლის ალბომის Grace პირველივე სიმღერის მიხედვით. მოჯო პინმა გამოუშვა 2 სინგლი „You“ 1995 წელს და „My Imagination“ 1996 წელს.

TKO რედაქტირება

2001 წლის მარტში კეტი უაითის მამამ, დევიდ უაითმა, ტექსტების ავტორ ჟიულის დაავალა გოგონათა-ბანდა TKO-სათვის სიმღერების დაწერა. ჟიულიმ ჯგუფისათვის სულ 4 სიმღერა დაწერა[4].

Dear Eskiimo რედაქტირება

მანჩესტერში გადასვლის შემდგომ მომღერალმა კეტი უაითთან და დი-ჯეი სიმონ ტემპლემენთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი ბანდა Dear Eskiimo (ხშირად შეცდომით უწოდებდნენ „Dead Eskimo“). 2004 წელს ბანდამ გააფორმა ხელშეკრულება Mercury Records-თან, თუმცა შემოქმედებითმა განსხვავებამ და ლეიბლის მენეჯმენტის სტილმა საბოლოოდ ბენდის დაშლა გამოიწვია[5].

The Ting Tings რედაქტირება

დისკოგრაფია რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბანდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-01. ციტირების თარიღი: 2009-03-13.
  2. ინდი, ბაბაკოტო. ციტირების თარიღი: 2009-03-08.
  3. სტატუსი ჩარტებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-18. ციტირების თარიღი: 2009-03-08.
  4. The Ting Tings ვარსკვლავის სასტიკი ოჯახური შუღლი. ციტირების თარიღი: 2009-03-07.
  5. Ting Tings - ყველაზე ცხელი წვეულება ქალაქში Manchester Evening News (მანჩესტერის საღამოს ახალი ამბები) - 8 ივნისი 2007

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ინტერვიუები რედაქტირება