ჟილინა (სლოვაკ. Žilina, უნგრ. Zsolna, გერმ. Sillein, პოლ. Żylina) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ სლოვაკეთში, მდებარეობს მდინარე ვაგის ნაპირზე, ზღვის დონიდან 342 მ სიმაღლეზე. ჟილინის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 81.155 მაცხოვრებელს შეადგენს. საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი. XV საუკუნეში ჟილინა იყო ჰუსიტური მოძრაობის ცენტრი. პირველად მოიხსენიება 1297 წელს. 1327 წელს მოიპოვა ქალაქის სტატუსი. XIII საუკუნის ბოლოს ჟილინა დაიწვა ძლიერი ხანძრის შედეგად. XV საუკუნიდან განვითარდა. 1686 წელს დაიწყო ქალაქის კონტრეფორმაცია. XVIII საუკუნეში ძლიერ დაზარალდა ხანძრისა და ეპიდემიის გამო. არის უნივერსიტეტი.

ქალაქი
ჟილინა
სლოვაკ. Žilina
დროშა გერბი

ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
რეგიონი ჟილინის მხარე
მუნიციპალიტეტი ჟილინა
კოორდინატები 49°13′22″ ჩ. გ. 18°44′24″ ა. გ. / 49.22278° ჩ. გ. 18.74000° ა. გ. / 49.22278; 18.74000
მმართველი იგორ ჩომა
დაარსდა 1069
პირველი ხსენება 1208
ფართობი 80.03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 342
მოსახლეობა 81.155 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 1.014 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 0 41
საფოსტო ინდექსი 010 01
საავტომობილო კოდი ZA
ოფიციალური საიტი zilina.sk
ჟილინა — სლოვაკეთი
ჟილინა

ისტორია რედაქტირება

რეგიონში პირველად მეხუთე საუკუნეში დასახლდნენ სლავები. პირველი სლავური ქალაქური დასახლება ჟილინას ტერიტორიაზე მეცხრე საუკუნით თარიღდება. ქალაქი პირველად მოხსენიებულია 1297 წელს, ხოლო 1327-ში კი უკვე ქალაქის სტატუსი მოიპოვა.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bielsko-Biała - Partner Cities. © 2008 Urzędu Miejskiego w Bielsku-Białej.. ციტირების თარიღი: 2008-12-10.