ჟან ანტუან ნოლე (ფრანგ. Jean-Antoine Nollet; დ. 19 ნოემბერი, 1700 — გ. 25 აპრილი, 1770) — ფრანგი ფიზიკოსი და სასულიერო პირი. აგრეთვე ცნობილია როგორც „Abbé Nollet“.

ჟან ანტუან ნოლე
ფრანგ. Jean-Antoine Nollet
დაბ. თარიღი 19 დეკემბერი, 1700(1700-12-19)[1]
დაბ. ადგილი Pimprez, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი 24 აპრილი, 1770(1770-04-24)[2] [3] [4] (69 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და კათოლიკე მღვდელი
მუშაობის ადგილი Collège de Navarre, მეზერეს სამეფო საინჟინრო სკოლა და პარიზის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბუვეს კოლეჯი
განთქმული მოსწავლეები ანტუან ლავუაზიე
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[5]

ბიოგრაფია რედაქტირება

ჟან ანტუან ნოლე დაიბადა 1700 წელს სოფელ ნუადონეში, კულტივატორის ოჯახში. განათლების მისაღებად იგი მშობლებმა ბოვეს კოლეჯში მიაბარეს. 1728 წელს იგი რომის კათოლიკურ ეკლესიაში დიაკონი გახდა, მაგრამ რამდენიმე წელში სასულიერო კარიერას თავი დაანება[6]. კოლეჯის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა პარიზში ფილოსოფიის კურსის მოსასმენად.

მოღვაწეობა რედაქტირება

ნოლემ მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც ფიზიკაში დიდი ძვრები ხდებოდა, კერძოდ ელექტროობაში. პარიზში ყოფნისას ნოლე მალევე დაუახლოვდა დიუფეს, რმელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მეცნიერზე. დიუფემ გააცნო ნოლეს თავისი გამოკვლევები ელექტროობაში და საშუალება მისცა დასწრებოდა მის უმრავლეს ცდებს, მათ შორის ცდას, რომლის დროსაც პირველად მიიღეს ელექტული ნაპერწკალი. ამავე პერიოდში რეომიურმა ნოლეს დაუთმო თავისი ლაბორატორია სადაც მას შეეძლო დაეკმაყოფილებინა თავისი მეცნიერული ცნობისმოყვარეობა. ამ პერიოდიდან იწყება ნოლეს, როგორც დამოუკიდებელი შემოქმედის მოღვაწეობა და ბიოგრაფია.

1728 წელს ნოლე სამეცნიერო საზოგადოებაში მიიღეს, ხოლო 1739 წელს გახდა საფრანგეთის მეცნიერებაშა აკადემიის წევრი. ნოლეს ძირითადი მეცნიერული ძიების საკითხს წარმოადგენდა ელექტროობა. მან პირველმა შეამჩნია, რომ ელექტრული ნაპერწკალით შეიძლება ცოცხალი ორგანიზმის მოკვლა. ასეთი გზით მან ბეღურა მოკლა. შემდეგ საუკუნეებში სასჯელის ეს ფორმა აშშ-ში სასჯელის უმაღლეს ფორმადაც კი გამოცხადდა (სიკვდილმისჯილ ბოროტმოქმედებს მაღალი ძაბვის ელეტრულ სკამზე სვამდნენ). მანვე შენიშნა, რომ წამახვილებული სხეულები გაცილებით სწრაფად განიმუხტებიან, ვიდრე სხვა ფორმის სხეულები. დიდ ინტერესს იწვევს ნოლეს მიერ შემოთავაზებული ელექტრომეტრის პირველი ნიმუშები. დიუფე დაელექტროების განსასაზღვრად აბრეშუმის ძაფებს იყენებდა, ნოლემ კი გამოთქვა აზრი, რომ ძაფების გაშლის კუთხის სიდიდე გამოეყენებინათ ელექტრული მუხტის განსასაზღვრად. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც უშუალოდ ძაფებს შორის კუთხის გაზომვა შეუძლებელია, ნოლემ მიმართა არაპირდაპირ მეთოდს — იგი ზომავდა კუთხეს ძაფების ჩრდილებს შორის. ხოლო ბოლოს მან წამოჭრა მცენარეებსა და ცხოველებზე ელექტროობის მოქმედების შესწავლის იდეა. იგი მიიჩნევდა რომ მცენარეებზე ამგვარი მოქმედება მათ ზრდას განაპირობებდა, ხოლო ცხოველებში ეს უკანასკნელი მცირე დოზებით შეიძლება გამოყენებულიყო სამკურნალო მიზნებისათვის. მართლაც, 1744 წელს ექიმმა კრაკცენშტაინმა ელექტროობის საშუალებით განკურნა თითის დამბლა, ხოლო 1748 წელს ჟალიაბერმა — ხელის დამბლა. 1745 წელს ნიდერლანდელმა ფიზიკოსმა მეშენბრუკმა ქალაქ ლეიდენში ცილინდრული ფორმის კონდენსატორი შექმნა. ამ გარემოებამ მსოფლიოს ფიზიკოსები ერთ მხრივ განაცვიფრა, მეორე მხრივ აღაფრთოვანა. მისი ანალოგიური ცდები ნოლემ გაიმეორა ვერსალში: მან მეფის თანდასწრებით 180 გვარდიელი წრედში შეკრა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ მშრალ ფიცრებზე. პირველ მათგანს „ლეიდინის ქილა“ ეკავა, ხოლო 179-ე თითით ეხებოდა 180-ეს და ნაპერწკალს ღებულობდა. 1747 წელს გამოვიდა ნოლეს წიგნი, რომელიც ელექტროობას მიეძღვნა. წიგნში შესული იყო ყველა ცნობა იმდროისათვის ცნობილი ელექტროობის შესახებ. იგი წარმოადგენდა ელექტროსტატიკის კურსს, რომელიც მოკლებული არის ყოველგვარ ფორმულებს. ამავე წიგნის მეორე ნაწილში დასმულია თეორიული ხასიათის საკითხები; მაგალითად, ელექტროობა „აბსტრაქტული ცნებაა“ თუ „უხილავი მატერია, რომელიც დაელექტროებული სხეულის ირგვლივ იმყოფება?“ ცნობილია რომ ნოლე ელექტროობას თვლიდა ნივთიერებად, რადგან „ის გამოსცემს სუნსა და სინათლეს“. 1790 წელს ნოლეს ხსენებული წიგნი ითარგმნა რუსულად და იხმარებოდა რუსეთის საშუალო სასწავლებლებში, როგორც სახელმძღვანელო. 1749 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ ნოლე იტალიაში, მეცნიერული ვითარების შესასწავლად გაგზავნა. 1756 წელს ნავარის კოლეჯში, მეფის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ექპერიმენტალური ფიზიკის კათედრა. ამის უშუალო მონაწილე იყო ნოლე.

ლუი IX-მ საფრანგეთის ფიზიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანისთვის ნოლეს ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა დიპლომი გადასცა. მალევე ნოლე ფერის საარტილერიო სკოლის პროფესორად აირშიეს, სადაც 1761 წლამდე დაყო. ხოლო შემდგომში იგი მაჟიერის სასწავლებელში გადავიდა. ნოლე წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ბორდოსა და ვერსალში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 70-72, 1980.
  • П. Лакур, Я. Аппель, Историческая физика, т. II, Одесса, 1908.
  • Ф. Розенбергер, История физики, ч. II, М.-Л., 1937.

სქოლიო რედაქტირება