ჟან-მიშელ ბასკია (ინგლ. Jean-Michel Basquiat; დ. 22 დეკემბერი, 1960, ნიუ-იორკი, აშშ, — გ. 12 აგვისტო, 1988, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი მხატვარი. ნიუ-იორკში პოპულარობა მან, თავდაპირველად, როგორც გრაფიტის მხატვარმა მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით, როგორც 1980-იანი წლების წარმატებულმა ნეოექსპესიონისტმა. მისი ტილოები ბევრ თანამედროვე მხატვრის შემოქმედებაზე ახდენს გავლენას და მათ ნამუშევრებს ფასს უზრდის. ბასკიას შემოქმედება პირობითად სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. ადრეულ პერიოდში, 1980 წლიდან 1982 წლამდე, იგი ხშირად გამოსახავდა ჩონჩხებსა და ნიღბისებურ სახეებს, რაშიც გამოიხატა მისი უჩვეულო ინტერესი სიკვდილიანობისადმი. სხვა გამოსახულებებს შორისაა: ავტომობილები, შენობები, პოლიცია, ბავშვების თამაში ტროტუარზე და გრაფიტი. შუა პერიოდი, 1982 წლის ბოლოდან 1985 წლამდე გაგრძელდა და აღინიშნა ინტერესით მისი ჰაიტური ფესვებისადმი. უკანასკნელი პერიოდი, 1986 წლიდან 1988 წლამდე გაგრძელდა ანუ მის გარდაცვალებამდე, სადაც განვითარდა მხატვრის ახალი მანერები და გამოსახულებები. ჟან-მიშელ ბასკია გარდაიცვალა თავის სამხატვრო სტუდიაში, ჰეროინის ჭარბი დოზის მიღების შედეგად, 27 წლის ასაკში.

ჟან-მიშელ ბასკია

ჟან-მიშელ ბასკია
დაიბადა 22 დეკემბერი, 1960
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
გარდაიცვალა 12 აგვისტო, 1988
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
მიმდინარეობა აბსტრაქციონიზმი
ფიგურატივიზმი
ჟანრი გრაფიტი[1] [2] და ფიგურატივიზმი[1]
საიტი basquiat.com

რესურსები ინეტრნეტში რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Artnet — 1998.
  2. http://www.artnet.com/artists/jean-michel-basquiat/