ჟანა არმანიაკი (ფრანგ. Joan de Armagnac; დ. 24 ივნისი, 1346 — გ. 1387) — არმანიაკთა დინასტიის წარმომადგენელი. ჟან I არმანიაკის ასული. ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუას მეუღლე.

ჟანა არმანიაკი
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1346
გარდაცვალების თარიღი 1387, (40-41 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ბერის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჟანი, ბერის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ბონა, სავოიის გრაფინია
მარი, ოვერნის ჰერცოგინია
მშობლები მამა: ჟან I არმანიაკი
დედა: ბეატრის კლერმონელი

ქორწინება და შვილები რედაქტირება

ჟანა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ჟან II კეთილისა და მისი პირველი ცოლის, ბონა ლუქსემბურგელის შუათანა ვაჟს, ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუას, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:

  1. შარლი (1362-1382), მონტესპიერის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ჟანი (1363-1402), მონტესპიერის ჰერცოგი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ V-ის უფროსი ასული კატრინი, რომელიც მალევე დაიღუპა, ამის შემდეგ კი მეორედ იქორწინა ანა დე ბურბონ-ლა მარკზე, თუმცაღა შვილები არც მასთან ჰყოლია;
  3. ლუი (1364-1383);
  4. ბონა (1365-1435), პირველად ცოლად გაჰყვა სავოიის გრაფ ამადეო VII-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ოვერნის გრაფ ბერტრანდ VII-ზე;
  5. მარი (1375-1434), პირველად ცოლად გაჰყვა დუნუას გრაფ ლუი III დე შატილონს, მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ოს გრაფ ფილიპ არტუელზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ ჟან I-ს;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Emmerson, Richard K. (2013). Key Figures in Medieval Europe: An Encyclopedia. Routledge. ISBN 978-1136775185.