ჟაკ ბალმა (ფრანგ. Jacques Balmat; დ. 1762 — გ. 1834) — შვეიცარიელი ალპინისტი,[1] სავოიის მთის გიდი. დაიბადა შამონის ხეობაში. არჩვებზე მონადირემ და კრისტალების კოლექციონერმა ბალმამ ფრანგ ექიმთან — მიშელ-გაბრიელ პაკართან ერთად 1786 წელს ასვლა განახორციელა ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე (4807 მ), რითაც მოგვიანებით ალპინიზმს ჩაეყარა საფუძველი. საგმირო საქმის გამო სარდინიის მეფემ ბალმას მიანიჭა საპატიო წოდება: „მონბლანი“. ალპინიზმის ადრეული ისტორიისთვის მონბლანის დაპყრობა უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა. დაგლას მილნერი წერდა:[2]

ჟაკ ბალმა
ვიკიციტატა
„ასვლა ბრწყინვალედ იყო განხორციელებული; საოცარი გმირობა, გამძლეობა და თავდადება გამოიჩინა ამ ორმა ადამიანმა... მათი უკან დაბრუნების გარანტიას მხოლოდ ხელსაყრელი ამინდი და მთვარე იძლეოდა.“

ერიკ შიპტონი წერდა:[3]

ვიკიციტატა
„მათ საოცარი მამაცობა და გამბედაობა გამოიჩენს. ეს იყო ალპინიზმის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ამასთანავე ამ ორმა ადამიანმა ისეთი მიწები გაიარეს, რომლებიც მანამდე გაუვალ ადგილებად იყო მიჩნეული.“

ჟაკ ბალმა კრიტიკის ქცეშ მას შემდეგ მოექცა, როდესაც დაპყრობის ავტობიოგრაფიული ანგარიში დაწერა, რომელიც მოგვიანებით გამოიცა ინგლისურ ენაზე. ხოლო თავის ანგარიშში ბალმამ შეამცირა ექიმი პაკარის როლი მონბლანის დაპყრობაში. მილნერი ბალმას ანგარიშს ამ თვალსაზრისით რომანტიკულსა და დიდ ნაწილში გამოგონილს უწოდებს, ხოლო შიპტონი, ბალმას ახასიათებდა, როგორც მოტრაბახე და პატივმოყვარე ადამიანს. ჟაკ ბალმა ტრაგიკულად დაიღუპა 1834 წელს სიქსტ-ფერ-ა-შევალის ხეობაში ოქროს ძიების დროს.[4]

სქოლიო რედაქტირება

  1. სტატიიდან "ალპინიზმი"; ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 324.
  2. Milner, C. Douglas (1955). Mont Blanc and the Aiguilles. London: Robert Hale Limited, გვ. 16. 
  3. Shipton, Eric (1966). Mountain Conquest. New York: American Heritage Publishing Co., გვ. 28. 
  4. Oxley, T. Louis (1881). Jacques Balmat or The First Ascent of Mont Blanc: A True Story. London: Kerry & Endean. ციტირების თარიღი: 30 November 2009.