პუნო — პროვინცია პერუში, პუნოს რეგიონში. დასავლეთიდან ესაზღვრება მოკეგას რეგიონი. პროვინციას მცირე ნაწილი გაშენებულია ტიტიკაკას ტბაზე, პროვინციას ეკუთვნის რამდენიმე კუნძული ამ ტბაში, რომელთაგანაც აღსანიშნავია ესტევესი. პუნოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი პუნო. 2005 წლის აღწერის შედეგად პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 221 800 ადამიანს, საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე 35,2 ადამიანს. პუნოს ფართობია 6 494,76 კმ². პროვინცია იყოფა 15 რაიონად. პუნოს პროვინციის სტატუსი მიენიჭა 1956 წლის 16 მარტს.

პუნოს პროვინცია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება