პროტაქტინიუმი
91Pa
231.04
5f2 6d1 7s2

პროტაქტინიუმი[1][2] (ლათ. Protactinium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 91, ატომური მასა 231.04, tდნ — 1568 °C, tდუღ — 4027 °C, სიმკვრივე — 15.37 გ/სმ3. ბზინვარე ღია რუხი ფერის ლითონი. პროტაქტიუმის პირველი იზოტოპი (უფრო სწორედ ბირთვული იზომერი) (T1/2=1.18 წთ) აღმოჩენილია 1913 წელს კ. ფაიანსისა და გერმანელი ფიზიკოსის ო. გერინგის მიერ ურან-რადიუმის რადიოაქტიურ მწკრივში. 1918 წელს აღმოაჩინეს (T1/2=32 400 წ). ცნობილია პროტაქტიუმის იზოტოპები, რომელთა მსაიური რიცხვებია 224-237 და ბირთული იზომერი . მათ შორის ყველაზე მდგრადია . პროტაქტინიუმი ნაკლებად გავრცელებული ელემენტია. ლითონის ზედაპირი დაფარულია ჟანგის შრით. ნაერთებში პროტაქტინიუმის ჟანგვის ხარისხი +2-დან +5-მდეა. პროტაქტინიუმის ჟანგეულებიდან მიღებულია , , . ცნობილია პროტაქტინიუმის ჰალოგენიდები, კარბიდი , ჰიდრიდი და სხვა.

პროტაქტინიუმი, 91Pa
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ბზინვარე ღია რუხი ფერის ლითონი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Pa)
231.03588±0.00001
231.04±0.01 (დამრგვალებული)
პროტაქტინიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Pr

Pa

(Uqp)
თორიუმიპროტაქტინიუმიურანი
ატომური ნომერი (Z) 91
პერიოდი 7 პერიოდი
ბლოკი f-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Rn] 5f2 6d1 7s2
ელექტრონი გარსზე 2, 8, 18, 32, 20, 9, 2
ელემენტის ატომის სქემა
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
1568 °C ​(1841 K, ​​2854 °F)
დუღილის
ტემპერატურა
4027 °C ​(4300 K, ​​7280 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 15.37 გ/სმ3
დნობის კუთ. სითბო 12.34 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 481 კჯ/მოლი
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი +2, +3, +4, +5
ელექტროდული პოტენციალი Th←Th4+ −1.83
Th←Th2+ 0.7
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 1.5
იონიზაციის ენერგია
  • 1: 568 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 163 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 200 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
(+5e) 89 (+3e) 113 პმ
მოლური მოცულობა 15.0 სმ3/მოლი

პროტაქტინიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
ბუნებაში გვხვდება დაშლის შედეგად
მესრის სტრუქტურა ტეტრაგონალური მოცულობაცენტრირებული
მესრის პერიოდი 3.925 Å
თერმული გაფართოება ~9.9 µმ/(მ·K)
ხვედრითი თბოტევადობა 27.7 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 47 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
CAS ნომერი 7440-13-3
ისტორია
იწინასწარმეტყველა დიმიტრი მენდელეევი (1869)
აღმომჩენი და პირველი მიმღებია კაზიმირ ფაიანსი და ოსვალდ გერინგი (1913)
სახელი დაარქვა Otto Hahn and Lise Meitner (1917)
პროტაქტინიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
229Pa სინთ 1.5 დღ-ღ ε 229Th
230Pa სინთ 17.4 დღ-ღ β+ 230Th
β 230U
α 227Ac
231Pa 100% 3.265×104 წ α 227Ac
232Pa სინთ 1.32 დღ-ღ β 232U
233Pa კვალი 26.975 დღ-ღ β 233U
234Pa კვალი 6.70 სთ β 234U
234mPa კვალი 1.159 წთ β 234U

ისტორია რედაქტირება

1913 წ. ფაიანსმა და გერინგმა აღმოაჩინეს ურანის დაშლის პროდუქტებში იზოტოპი UX2 (234Pa) მიახლოებით 1 წთ. ნახევარდაშლის პერიოდით, მოკლე ცხოვრების გამოც უწოდეს «ბრევიუმი» ( ლათ. brevis — «მოკლე» ან «ხანმოკლე»). შემდგომ ბლეკმა, განმა და მაიტნერმა აღმოაჩინეს მისი UX2 -ის თვისებების მსგავსება ტანტალთან.

1918 წ. განმა და მეიტნერმა ნასტურანში და მათგან დამოუკიდებლად ფრედერიკ სოდის და კრენსტონმა აღმოაჩინეს ხანგრძლივად მცხოვრები პროტაქტონიუმის იზოტოპი, რომელსაც ასე უწოდეს იმიტომ, რომ ის აქტინიუმის წინამორბედია.

ბუნებაში რედაქტირება

ადგილმდებარეობა რედაქტირება

პროტაქტინიუმი შედის ურანის მადნების შემადგენლობაში, რომლებიც აშშ-ის, შვედეთის, ზაირის, ესპანეთი]]ს, ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, რუსეთის, კანადის, მაროკოს ტერიტორიაზე მოიპოვება.

სახელწოდების წარმომავლობა რედაქტირება

რადგანაც პროტაქტინიუმი წარმოადგენს აქტინიუმის წინამორბედს (α-დაშლის 231Pa დროს წარმოიქმნება 227Ac), მას უწოდეს ეს სახელწოდება.

თვისებები რედაქტირება

პროტაქტინიუმი — ღია-რუხი ლითონია, სიმაგრით უახლოვდება ურანს. 2oК ტემპერატურისას ხდება ზეგამტარი.

ლითონური პროტაქტინიუმი კრისტალიზირდება ტეტრაგონალურ სინგონიით. 1170оС ტემპერატურაზე აქვს მოცულობით-ცენტრირებული კუბური მოდიფიკაცია.

პროტაქტინიუმი ჰაერზე ჩვეულებრივ იფარება მონოქსიდის თხელი აპკით. ადვილად რეაგირებს წყალბადთან 250—300оС-ტემპერატურაზე, და წარმოქმნის ჰიდრიდს PaH3. იოდთან წარმოქმნის აქროლად რთული შემადგენლობის იოდიდებს.

იზოტოპები რედაქტირება

პროტაქტინიუმის ზოგიერთი იზოტოპის რადიოაქტიური თვისებები:

მასური რიცხვი ნახევარდაშლის პერიოდი დაშლის ტიპი
224 0,6 წმ α
225 2,0 წმ α
226 1,8 წმ α
227 38,3 წთ. α (15%), ელექტრონული მიტაცება (85%)
228 22 სთ. α (2%), ელექტრონული მიტაცება (98%)
229 1,4 დღე α (0,25%), ელექტრონული მიტაცება (99%)
230 17 დღე β (10%), ელექტრონული მიტაცება (90%), α (0,003%), β+ (0,03%)
231 32480±260 წელი α
232 1,31 დღე β
233 27,4 დღე β
234М (UX2) 1,18 წთ. β
234 (UZ) 6,7 სთ. β
235 23,7 წთ. β
236 12,5 წთ. β
237 10,5 წთ (?)/39 წთ. β

მიღება რედაქტირება

ბუნებრივი წყაროებიდან — ურანის მადნების გადამუშავების ნარჩენებიდან — შეიძლება მივიღოთ მხოლოდ 231Pa. ამას გარდა, 231Pa შეიძლება მივიღოთ 230Th-ის ნელი ნეიტრონებით დასხივებით:

230Th(n, γ)231Th (β-დაშლა, T1/2 = 25.6 სთ) → 231Pa

ან 232Th-ის დასხივებით ჩქარი ნეიტრონებით შემდეგი რეაქციის მიხედვით

232Th(n, 2n)231Th (β-დაშლა, T1/2 = 25.6 სთ) → 232Pa

იზოტოპ 233Pa-ს ასევე მიიღებენ თორიუმიდან:

232Th(n, γ)233Th (β-დაშლა, T1/2 = 23.5 წთ.) → 233Pa

ლითონური პროტაქტინიუმს მიიღებენ PaF4 აღდგენით ბარიუმის ან კალციუმის ორთქლში 1400—1500оС ტემპერატურისას.

გამოყენება რედაქტირება

მისი მცირე შემცველობის გამო დედამიწის ქერქში (შემცველობა დედამიწის მასის ერთი პროცენტის 0,1 მემილიარდე ნაწილი) და მისი განსაკუთრებული ტოქსიკურობის გამო გამოიყენება ძალიან ვიწრო მიმართულებით — როგორც დანამატი ბირთვულ საწვავში. ერთ ტონა ურანზე მოდის პროტაქტინიუმის 0,34 გრამი

ბიოლოგიური როლი და ექსპერიმენტალური სამუშაოების თავისებურებები რედაქტირება

პროტაქტინიუმი და მისი ნაერთები მეტად რადიოაქტიურები და რადიოტოქსიკურები არიან. ჰაერში პროტაქტინიუმ-231-სა (აეროზოლის სახით) და სინილინ მჟავის ერთნაირი კონცენტრაციის შემთხვევაში პროტაქტინიუმ-231 250 მილიონჯერ[3] უფრო ტოქსიკურია ვიდრე სინილინ მჟავა.

231Pa-ის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია სამუშაო შენობების ჰაერში არის 5,6×10−4 ბკ/მ³ [4]. 231Pa ადამიანის ორგანიზმში გროვდება თირკმლებში და ძვლებში. ადამიანის ორგანიზმში პროტაქტინიუმის მაქსიმუმ დასაშვები რაოდენობაა 0,03 მკკიური, რაც შეესაბამება 0,5 მკგ[3].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დოლიძე ვ., ციციშვილი ვ., „ოთხენოვანი ქიმიური ლექსიკონი“, თბ., 2004, გვ. 180
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 209.
  3. 3.0 3.1 პალიშინი ე.ს., მიასოედოვი ბ.ფ., დავიდოვი ა.ვ., პროტაქტინიუმის ანალიტიკური ქიმია, მ.: გამომცემლობა «მეცნიერება», 1968. — გვ. 240 (ელემენტების ანალიტიკური ქიმია) 2200 ეგზ.
  4. ქიმიური ენციკლოპედია / რედკოლეგია.: კნუნიანცი ი.ლ და სხვა., ტ. 4, მ.: საბჭოთა ენციკლოპედია, 1995, ISBN 5-82270-092-4 Invalid ISBN.