პროკოფი ჯაფარიძე (პარტიული ფსევდონიმი ალიოშა; დ. 15 იანვარი [ძვ. სტ. 3 იანვარი], 1880, სოფ. შარდომეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 20 სექტემბერი, 1918, კრასნოვოდსკი) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, ბაქოს კომუნის მოღვაწე.

პროკოფი ჯაფარიძე
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1880
დაბადების ადგილი შარდომეთი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 სექტემბერი, 1918 (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი კრასნოვოდსკი, საბჭოთა რუსეთი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
პარტია რსდმპ
საქმიანობა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი

პროკოფი ჯაფარიძე დაიბადა იმერელი მემამულის ოჯახში. 1900 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, ხელმძღვანელობდა თბილისის მუშათა საპირველმაისო გაფიცვას, რის გამოც დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ გაასახლეს ქუთაისის გუბერნიაში. 1910 წლიდან მოღვაწეობდა დონის როსტოვსა და ყუბანში. 1914 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა თბილისის ბოლშევიკურ ორგანიზაციას. რევოლუციური მოღვაწეობის გამო არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში, იქიდან მალე გაიქცა და დაბრუნდა პეტროგრადში, შემდეგ თბილისში, საიდანაც გაემგზავრა ტრაპიზონში ბარათოვის გვარით, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ბაქოში. სტეფანე შაუმიანთან, ნარიმან ნარიმანოვთან, მეშადი აზიზბეკოვთან, ს. ეფენდიევთან, ი. ფიოლეტოვთან და სხვებთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბაქოს პროლეტარიატის ბრძოლას სოციალისტური რევოლუციისათვის. მონაწილეობდა რსდმპ (ბ) VI ყრილობის მუშაობაში, სადაც აირჩიეს რსდმპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად. 1918 წლის ივლისის დამლევს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დროებით დამხობის შემდეგ, დააპატიმრეს და 1918 წლის 20 სექტემბერს ბაქოს სხვა კომისრებთან ერთად ესერებმა და ინგლისელმა ინტერვენტებმა დახვრიტეს. 1980 წელს დაუდგეს ძეგლი ბაქოში.

თხზულებები რედაქტირება

  • რჩეული ნაწერები, თბ., 1983.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ალიევი ჰ., ბაქოს კომუნის მგზნებარე გული, თბ., 1982;
  • სილაგაძე მ., ალიოშა ჯაფარიძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1980;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება