პრინცესა შარლოტის ყურე

პრინცესა შარლოტის ყურე (ინგლ. Princess Charlotte Bay) — ყურე ავსტრალიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში. წარმოადგენს მარჯნის ზღვის ნაწილს. ყურე მდებარეობს ქალაქ კერნზიდან ჩრდილო–დასავლეთით დაახლოებით 350 კმ-ზე. მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ფლინდერსის კუნძულები და მელვილის კონცხი. ყურე წარმოადგენს დიდი ბარიერული რიფის ეროვნული საზღვაო პარკის ნაწილს.

პრინცესა შარლოტის ყურე — ავსტრალია
პრინცესა შარლოტის ყურე
პორტ-ჯექსონის ყურე

ყურე 1815 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა ლეიტენანტმა ჩარლზ ჯეფრისმა (ინგლ. Charles Jeffreys), რომელმაც ჯორჯ IV-ის ერთადერთი ქალიშვილის პრინცესა შარლოტის (ინგლ. Princess Charlotte Augusta of Wales) პატივსაცემად ყურეს მისი სახელი უწოდა.[1][2]

სქოლიო რედაქტირება

  1. პრინცესა შარლოტის ყურე. ენციკლოპედია ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. ჩარლზ ჯეფრისი (1782—1826). ავსტრალიის ბიოგრაფიის ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.