პრიმიტივიზმი (< ლათ. primitivus — „თავდაპირველი“, „პირველყოფილი“) — ტენდენცია XIX–XX საუკუნეების ფერწერაში. გამოიხატება ევროპელი და ამერიკელი ავანგარდისტი მხატვრების „პრიმიტიული“ კულტურებისკენ მისწრაფებაში. „პრიმიტიულში“ მოიაზრებენ სუბსაჰარული (ე.წ. „შავი“) აფრიკის, ოკეანეთის, კოლუმბამდელი ამერიკის, ჩრდილოამერიკელი ინდიელების, ახლო და შორეული აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, ბერძნული არქაიკის, ადრეული ევროპული შუა საუკუნეების ხალხთა კულტურას. პრიმიტივიზმი აგრეთვე იყენებდა ნაივური ხელოვნების, ხალხური შემოქმედების, ბავშვური ნახატის, ქუჩის გრაფიტის, არ-ბრიუტის ხერხებსა და მხატვრულ თავისებურებებს. წარმოიქმნა როგორც რეაქცია თანამედროვე ურბანულ გარემოზე, მასობრივი პროდუქციის სტანდარტულობაზე, ცხოვრების წესის უნიფიცირებულობაზე, აგრეთვე ხელოვნებაში აკადემიური კანონების ზეწოლაზე. გამოჩნდა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ფოვიზმი, კუბიზმი (აფრიკული ნიღბების ფორმები), დადაიზმი (ბავშვური ნახატი), ექსპრესიონიზმი (შუა საუკუნეების ქსილოგრაფია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელოვნება), ამერიკული აბსტრაქციონიზმი (ძველი ინდიელების ხელოვნება). პრიმიტივისტი მხატვრები ეძებდნენ თვითგამოხატვისა და ექსპრესიულობის უშუალობას, ხერხების, სივრცითი და ფერთა გადაწყვეტის ახლებურობას, ფიგურათა აგების ახალ წესებს, უჩვეულო მასალებით მუშაობის საშუალებებს.[1]

ანრი რუსო, „მძინარე ბოშა ქალი“, 1897.
პოლ გოგენი, „მკვდართა სულს არ სძინავს“, 1892.

შორეული რეგიონების ცივილიზაციებისადმი ინტერესი XVIII საუკუნეში გაჩნდა, ნაწილობრივ ჟან-ჟაკ რუსოს „კეთილშობილი ველურის“ იდეის გავლენით, თუმცა დიდი ხნის მანძილზე ამ რეგიონებში აღმოჩენილი არტეფაქტები მხოლოდ „ეგზოტიკურ“ ობიექტებად განიხილებოდა. ხელოვნებაში პროგრამული პრიმიტივიზმის ფუძემდებელი გახდა პოლ გოგენი, რომელმაც ფორმების ახალი რესურსები აღმოაჩინა ჯერ ნორმანდიაში, შემდეგ კი ოკეანეთის კუნძულებზე. ისეთმა ოსტატებმა, როგორებიც იყვნენ მარკ შაგალი და კონსტანტინ ბრინკუში, რომლებმაც ადრეული ასაკიდან შეისისხლხორცეს მშობლიური მხარეების „ნაივური ხელოვნება“, პროფესიონალებად ჩამოყალიბების შემდეგ პარიზის სკოლაში შეიტანეს არანასესხები, ნამდვილი „პრიმიტივის“ ბუნებრიობა.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

ინგლისური რედაქტირება

  • Antliff, Mark and Patricia Leighten, "Primitive" in Critical Terms for Art History, R. Nelson and R. Shiff (Eds.). Chicago: University of Chicago Press, 1996 (rev. ed. 2003).
  • Connelly, S. Frances. The Sleep of Reason: Primitivism in Modern European Art and Aesthetics, 1725-1907. University Park: Pennsylvania State University Press, 1999.
  • Diamond, Stanley. In Search of the Primitive: A Critique of Civilization. New Brunswick: Transaction Publishers, 1974.
  • Flam, Jack and Miriam Deutch, eds. Primitivism and Twentieth Century Art Documentary History. University of California Press, 2003.
  • Goldwater, Robert. Primitivisim in Modern Art. Belnap Press. 2002.
  • Lovejoy, A. O. and George Boas. Primitivism and Related Ideas in Antiquity. Baltimore: Johns Hopkins Press, 1935 (With supplementary essays by W. F. Albright and P. E. Dumont, Baltimore and London, Johns Hopkins U. Press. 1997).
  • Redfield, Robert. "Art and Icon" in Anthropology and Art, C. Otten (Ed.). New York: Natural History Press, 1971.
  • Rhodes, Colin. Primitivism and Modern Art. London: Thames and Hudson, 1994.
  • Solomon-Godeau, Abigail. "Going Native: Paul Gauguin and the Invention of Primitivist Modernism" in The Expanded Discourse: Feminism and Art History, N. Broude and M. Garrard (Eds.). New York: Harper Collins, 1986.

რუსული რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Крючкова В. А. Примитивизм // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 497.