პრიმა-პორტის ავგუსტუსი

პრიმა-პორტის ავგუსტუსი (იტალ. Augusto di Prima Porta) — ავგუსტუსის 2,03 მეტრის სიმაღლის[2] მარმარილოს ქანდაკება, რომელიც 1863 წლის 20 აპრილს აღმოაჩინეს ლივიას ვილაში, პრიმა-პორტაში, რომის მახლობლად. ამჟამად იგი რომში, ვატიკანის მუზეუმებში ინახება.

პრიმა-პორტის ავგუსტუსი
იტალ. Augusto di Prima Porta
ავტორი ავტორი უცნობია
წელი I საუკუნე
ტიპი თეთრი მარმარილო
სიმაღლე 208[1] და 12[1]
სიგანე 130[1]
ქალაქი რომი
მუზეუმი ვატიკანის მუზეუმები

ქანდაკების შექმნის თარიღი დავის საგანს წარმოადგენს. არსებობს ვარაუდი, რომ ის ბრინჯაოს ორიგინალის ასლია[3] და გამორიცხული არაა, რომ იგი, საერთოდაც, ბერძნული იყოს.[4] ეს ორიგინალი სხვა პატივებთან ერთად, ძვ. წ. 20 წელს სენატმა ავგუსტუსს მიუძღვნა და იგი საჯარო ადგილას დადგეს, თუმცა მარმარილოს ქანდაკება იმპერატორის ცოლის, ლივიას ვილაში იპოვეს.

ქანდაკება თავიდან შეღებილი იყო. იმპერატორი გამოსახულია რესპუბლიკელი მხედართმთავრის საზეიმო პოზაში — ჯავშანში; მარცხენა ხელში კვერთხით, გამოწეული მარჯვენა ხელით ჯარს ესალმება. ჯავშანზე შესრულებულია მიწისა და ცის ღვთაებათა რელიეფური გამოსახულებები, აგრეთვე, რომის მიერ დაპყრობილი ესპანეთისა და გალიის პროვინციების ალეგორიული ფიგურები. კომპოზიციის ცენტრში პართიანელი რომის დროშას გადასცემს ომის ღმერთს — მარსს.

რომაული რელიეფებისათვის დამახასიათებელი თხრობითი თვისებები შეზავებულია ბერძნული ხელოვნების არსებით პრინციპებთან. ავგუსტუსი წარმოდგენილია შიშველი, როგორც ბერძნული ღვთაება ან გმირი. პორტრეტის მთელ იდეალიზებაში უფრო ნათლად შეინიშნება ინდივიდუალიზმის ნიშნები: პატარა თვალები, წამახვილებული წვერი, კეხიანი ცხვირი, მსუბუქად აშვერილი ყურები.

სიმბოლური დატვირთვა ენიჭება პრინცეპსის ფერხთით მდებარე საბრჯენს, დელფინს და მასზე ამხედრებულ ამურს, რომელსაც ავგუსტუსის შვილიშვილის — გაიუს კეისრის სახე აქვს.

ეს ქანდაკება ოფიციალური რომაული სტილის ნათელი ნიმუშია.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 http://viamus.uni-goettingen.de/fr/mmdb_/d/c/singleItemView?pos=0&Inventarnummer=A%20484
  2. Honour, H. and J. Fleming, (2009) A World History of Art. 7th edn. London: Laurence King Publishing, გვ. 197. ISBN 9781856695848
  3. Zanker, P. (1988) The power of images in the age of Augustus. Translated by Alan Shapiro. Ann Arbor: The University of Michigan Press, გვ. 188.
  4. Woodford, Susan. (1982) The Art of Greece and Rome. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 85. ISBN 0521298733