პრიზრენის ლიგაალბანეთის ნაციონალური ორგანიზაცია. შეიქმნა 1878 წლის 10 ივნისს ეროვნული მოძრაობის ფარგლებში.

შენობა სადაც იკრიბებოდა პრიზნენის ლიგა, კოსოვო

ლიგა დაარსდა ქალაქ პრიზრენში, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც ოსმალეთის იმპერიის ზოგიერთი სასაზღვრო ტერიტორია გადაეცა მონტენეგროსა და საბერძნეთს. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ეთნიკური ალბანელებით იყო დასახლებული.

1878 წლის 10 ივნისის კრებას ესწრებოდნენ ფეოდალურ-პატრიარქალური საზოგადოების ზედა ფენები, თანამდებობის პირები და მსხვილი ვაჭრები. თავდაპირველად ორგანიზაცია მხარს უჭერდა ოსმალეთის იმპერიის მთავრობას, თუმცა ამავე წლის ნოემბრიდან ურთიერთობა დაიძაბა პრიზრენის ლიგასა და ოსმალეთის მთავრობას შორის.

1880 წელს ლიგის ხელმძღვანელი გახდა აბდულ ფრაშერი. ხალხის მასების ფართო მხარდაჭერის შედეგად ლიგამ ოსმალეთის მთავრობა გამოაძევა აღნიშნული ტერიტორიებიდან. 1881 წელს პრიზრენის ლიგა სათავეში ჩაუდგა აღნიშნული ტერიტორიების დროებით მთავრობას, მაგრამ ოსმალეთის მთავრობამ მოახერხა ცუდად შეიარაღებული ალბანელების დამარცხება.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: