პრიბინა (Pribina, Privina, Priuuinna, დ. სავარაუდოდ 805  — გ. 21 მარტი, 860) — ნიტრის სამთავროს პირველი დოკუმენტალურად დადასტურებული მთავარი (825–833), ბლატენის სამთავროს პირველი მთავარი (840–860).

პრიბინას ქანდაკება ნიტრაში.

პრიბინას მმართველობის პერიოდში ნიტრაში დაარსდა პირველი ქრისტიანული ეკლესია. თუმცა ამ დროისთვის თავად პრიბინა არ ყოფილა ქრისტიანი.

833 წელს პრიბინა ნიტრიდან გააძევა დიდი მორავიის თავადმა მოიმირ I-მა და თავი შეაფარა ფრანკებს. აღმოსავლეთ ფრანკთა მეფემ ლუდვიგ II გერმანელმა მონათლა იგი და უბოძა ბალატონის მიმდებარე ტერიტორიები. პრიბინამ ტბის ტერიტორიაზე ააშენა ქალაქი ბლატნოგრადი, ბლატენის სამთავროს მომავალი დედაქალაქი.

პრიბინა გარდაიცვალა 860 წლის 21 მარტს დიდი მორავიის მთავარ როსტისლავთან ბრძოლის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბლატენის მთავარი გახდა, მისი შვილი კოცელი.