პრეტორია (ინგლ. Pretoria, აფრ. Pretoria) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. გაუტენგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. აფრიკის ერთ-ერთი თანამედროვე ქალაქი. იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთია და ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციას (ქალაქში მდებარეობს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება). დე ფაქტო ქვეყნის ეროვნული დედაქალაქია. 2011 წლის აღწერის მონაცემებით უშუალოდ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის ფართობია 687,54 კმ², შეადგენს 741 651 ადამიანს.[1] იმავე მონაცემებით პრეტორიის აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის ფართობია 6297,83 კმ², შეადგენს 2 921 488 ადამიანს.[2]

დედაქალაქი
პრეტორია
ინგლ. Pretoria
აფრ. Pretoria

პრეტორიის ხედები
დროშა გერბი

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
დაქვემდებარება ფაქტობრივი დედაქალაქი
პროვინცია გაუტენგი
ოლქი ცვანე
კოორდინატები 25°45′12″ ს. გ. 28°11′13″ ა. გ. / 25.75333° ს. გ. 28.18694° ა. გ. / -25.75333; 28.18694
მმართველი Cilliers Brink
დაარსდა 1855
ფართობი 687,54 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1339
მოსახლეობა 741 651 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1078,70 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2 921 488
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 012
საფოსტო ინდექსი 0002
ოფიციალური საიტი tshwane.gov.za tshwane.gov.za/Pages/default.aspx tshwane.gov.za
პრეტორია — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პრეტორია

პრეტორია შედის საქალაქო ოლქ ცვანეს შემადგენლობაში და ამიტომ მას ზოგჯერ არასწორად უწოდებენ ცვანეს (ტსვანა, ტშვანე). ქალაქის დასახელების საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტის მდგომარეობაშია.

თავიდან ქალაქს ერქვა პრეტორია ფილადელფია («ძმური სიყვარულის პრეტორია»)[3].

ისტორია რედაქტირება

ქალაქი 1855 წელს დააარსა ნიდერლანდელი გადასახლებულების ლიდერმა მარტინუს ვესელ პრეტორიუსმა, რომელმაც ქალაქს საკუთარი მამის — ანდრის პრეტორიუსის პატივსაცემად ქალაქს პრეტორია დაარქვა. უფროსი პრეტორიუსი გახდა ნიდერლანდელი გადასახლებულების ეროვნული გმირი მისი ხელმძღვანელობით სისხლიან მდინარეზე ბრძოლაში ზულუსებზე გამარჯვების შემდეგ. 1860 წელს პრეტორია გახდა ბურების ტრანსვაალის რესპუბლიკის დედაქალაქი.

ბურების პირველი ომის დროს 1880 წლის დეკემბრიდან 1881 წლის მარტის ჩათვლით ქალაქს ალყა ჰქონდა შემორტყმული, რომელიც დამთავრდა 1881 წლის 3 აგვისტოს პრეტორიაში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით. ბურების მეორე ომის დროს პრეტორია ჩაბარდა 1900 წლის 5 ივნისს. ომი დამთავრდა 1902 წლის 31 მაისს პრეტორიაში ხელმოწერილი ვერენინგის სამშვიდობო ხელშეკრულებით. პრეტორია გახდა ტრანსვაალის ადმინისტრაციული ცენტრი დიდი ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ. 1910 წელს ტრანსვაალის გაერთიანების შედეგად, რომელშიც შედიოდნენ მდინარე ორანჟის კოლონია, კაპის კოლონია და ნატალის კოლონია, შეიქმნა სამხრეთ აფრიკის კავშირი (დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში). კავშირის ადმინისტრაციული დედაქალაქი გახდა პრეტორია, საკანონმდებლო — კეიპტაუნი. 1961 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პრეტორია დარჩა მის ადმინისტრაციულ დედაქალაქად. აპარტეიდის დროს პრეტორიას ეძახდნენ აპარტეიდის ციტადელს.

2001 წლის მუნიციპალური რეფორმის შედეგად პრეტორია გახდა ოლქ ცვანეს ნაწილი[4]. 2005 წელს აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა წამოაყენა წინადადება პრეტორიისათვის დაერქმიათ საქალაქო ოლქის — ცვანეს სახელი, მაგრამ ეს წინადადება კრიტიკის ცეცხლში გაეხვია აფრიკანერების და მთელი რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რის შედეგადაც ქალაქმა შეინარჩუნა საკუთარი სახელი. მიუხედავად ამისა, აფრიკის ეროვნული კონგრესი აცხადებდა, რომ მომავალში იგი კვლავ დაუბრუნდებოდა ამ ინიციატივას[5].

გეოგრაფია რედაქტირება

 
მაგალისბერგის ქედი

პრეტორია მდებარეობს იოჰანესბურგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 55 კმ-ში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სატრანზიტო კორიდორში სამხრეთში მდებარე მაღალი ველდის პლატოსა და ჩრდილოეთში მდებარე უფრო დაბალი ბუჩქოვანი ველდის (ბუშველდის) პლატოს შორის. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1339 მეტრ სიმაღლეზე[6] თბილ, ცივი ქარებისაგან დაცულ და ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც გარშემორტყმეულია მაგალისბერგის ქედის ტოტებით.

კლიმატი რედაქტირება

პრეტორიისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი გრძელი ცხელი ზაფხულით და მოკლე გრილი ზამთრით. ჰაერის წლის საშუალო ტემპერატურაა — 18,7 °C[7], რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია დასახლებული პუნქტისათვის, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1339 მეტრ სიმაღლეზე. ასეთი მაღალი წლის საშუალო ტემპერატურა გამოწვეულია ქალაქის მდებარეობით, რომელიც ხეობაში დაცულია სამხრეთის ცივი და სამხრეთ-დასავლეთის ქარებისაგან. ნალექების დიდი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე. თოვლი მოდის საკმაოდ იშვიათად: თოვლის მოსვლა აღინიშნა 1959, 1968 და 2012 წლებში, მაგრამ ქალაქში მდგრადი თოვლის ფენა არასდროს არ შემჩნეულა.

მოსახლეობა რედაქტირება

 
მოსახლეობის სიმჭიდროვე პრეტორიაში და მის შემოგარენში
  <1 /კმ²
  1—3 /კმ²
  3—10 /კმ²
  10—30 /კმ²
  30—100 /კმ²
  100—300 /კმ²
  300—1000 /კმ²
  1000—3000 /კმ²
  >3000 /კმ²
 
ენების გეოგრაფიული განაწილება პრეტორიაში
  არ არსებობს უპირატესი ენა

ქალაქის საზღვრების განსაზღვრაზე დამოკიდებულებით, პრეტორიის მოსახლეობის რაოდენობა მერყეობს 500 000 ადამიანიდან (2001 წელი)[8] 2 950 000 ადამიანამდე (2007 წელი)[9]. პრეტორიაში, მიუხედავად შავკანიანი საშუალო კლასის მოსახლეობის რაოდენობის საკმაოდ ჩქარი ზრდისა, 2011 წლის აღწერის მონაცემებით უმრავლესობას ჯერ კიდევ შეადგენს თეთრკანიანი მოსახლეობა — 52,45 % (389 022 ადამიანი), თუმცა ისეთ გარეუბნებში, როგორებიცაა სოსგანვანე და ატერიდგევილი, პრაქტიკულად მთელ მოსახლეობას შეადგენენ შავკანიანები. მთელ ქალაქში შავკანიანი მოსახლეობის რაოდენობაა 41,95 % (311 149 ადამიანი); ფერადკანიანები შეადგენენ ქალაქის მოსახლეობის 2,50 %-ს (18 514 ადამიანი); აზიელები კი 1,93 %-ს (14 298 ადამიანი).[1]

2011 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ქალაქში ძირითადი ენაა — აფრიკაანსი — 47,67 % (331 700 ადამიანი), ასევე ფართედ გამოიყენება ინგლისური — 16,38 % (113 957 ადამიანი). ამ ორი ენის გარდა ქალაქის მოსახლეობა საუბრობს ადგილობრივ, მკვიდრ ენებზე, როგორებიცაა: ჩრდილოეთ სესოთო (საპედი) — 8,02 % (55 814 ადამიანი), ტსვანა — 5,44 % (37 884 ადამიანი), ზულუ — 3,71 % (25 827 ადამიანი), სესოთო — 3,54 % (24 605 ადამიანი), ტსონგა — 2,59 % (18 016 ადამიანი).[1]

ქალაქის განვითარება რედაქტირება

პრეტორია — დიდი თანამედროვე ქალაქია. ქალაქში ბევრია ფანტანი, პარკი, ტყე-ნარგავები, ცათამბრჯენები. პრეტორია — დიდი კონტრასტების ქალაქია, მას გარს ერტყმის ქოხმახების ზოლი. 2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რამდენიმე მატჩი გაიმართა პრეტორიაში, რის გამოც «ლოფტუს ვერსფელდის» სტადიონს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

ეკონომიკა რედაქტირება

პრეტორია — ქვეყნის მთავარი ეკონომიკური, სამეცნიერო და სავაჭრო ცენტრია. ქალაქში განვითარებულია საავტომობილო გზები, ქალაქიდან გადიან სარკინიგზო ხაზები. მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

პრეტორია დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  2. Census 2011 — Metropolitan Municipality “City of Tshwane”
  3. Beeld[მკვდარი ბმული]
  4. About Tshwane. tshwane.gov.za. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  5. „ANC set to change Pretoria’s name in the new year“. City Press. 30 December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  6. Elevation Finder
  7. GHCN climate data, 30-year climate average 1979—2008, Goddard Institute of Space Studies
  8. Population, according to the 2001 Census, of the Pretoria «main place»
  9. 2007 Community Survey დაარქივებული 2013-08-25 საიტზე Wayback Machine. ცვანეს ოლქის მოსახლეობა