პრატიხარები — ინდური დინასტია, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის დიდ ნაწილს მართავდა VI–XI ს.ს. მათ სამეფოს გუჯარა-პრატიხარა ეწოდებოდა.

კანაუჯის სამკუთხედი – პრატიხარები, რაშტრაკუტები, პალა

თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე (დაახ. 836—910 წ.წ.) პრატიხარების სამეფო იკავებდა თითქმის გუპტას იმპერიის ხელა ტერიტორიას. გადმოცემის თანახმად, პრატიხარები მიეკუთვნებოდნენ რაჯპუტთა კლანს, რომელიც აბუს მთაზე სამსხვერპლო ცეცხლიდან წარმოიშვა.

პრატიხარების დედაქალაქი იყო ქალაქი კანაუჯი. გუჯარა–პრატიხარას მმართველებმა X საუკუნიდან მიიღეს არიავარტას მაჰარაჯადჰირაჯას ტიტული, რაც ჩრდილოეთ ინდოეთის მმართველს ნიშნავს.

ეტიმოლოგია რედაქტირება

პრატიხარი ნიშნავს „დამცველს“. ეს იყო გუჯარა–პრატიხარას მმართველთა თვითდასახელება. ის წარმოშობილია ბუდისტური ტერმიდან „პრატიხარია“, რომელიც გამოიყენება მრავალ ბუდისტურ სუტრაში, როგორც არიავარტას დამცველის ტიტული. პრატიხარები თვლიდნენ თავიანთ თავს მითური გმირის ლაქშმანის შთამომავლებად, რომელიც ასრულებდა თავისი უფროსი ძმის, რამას მცველის (პრატიხარის) მოვალეობას. ამით ისინი ტრადიციული ინდუსური შეხედულებით ხდებოდნენ მზის დინასტიის მეფეები.

1966 წელს გამოქვეყნებულ ერთ–ერთ წიგნში საუბარია იმაზე, რომ ამ დინასტიის მმართველები იყვნენ ცნობილი, როგორც პრატიხარები, რადგან ისინი იცავდნენ ჩრდილო–დასავლეთ ინდოეთის საზღვრებს უცხოელი დამპყრობლებისაგან.

მმართველები რედაქტირება

  • დადა I-II-III (სამი მმართველი) 650-750
  • ნაგაბჰატა I 750-780
  • ბაცარაჯა 780-800
  • ნაგაბჰატა II 800-833
  • რამაბჰადრა 833-836
  • მიჰრა ბჰოჯა I 836-890
  • მაჰენდრაპალა I 890-910
  • ბჰოჯ II 890-910
  • მაჰიპალა I 913-944
  • მაჰენდრაპალა II 944-948
  • დევპალა 948-954
  • ვინაიაკპალა 954-955
  • მაჰიპალა II 955-956
  • ვიჯაიაპალა II 956-960
  • რაჯაპალა 960-1018
  • ტრილოჩანაპალა 1018-1027
  • ჯასაპალა (იაშპალა) 1024-1036