პორტუგალიური ვიკიპედია

პორტუგალიური ვიკიპედია (პორტ. Wikipédia em português ან Wikipédia lusófona) — ვიკიპედიის განყოფილება პორტუგალიურ ენაზე. შეიქმნა 2001 წლის ივნისში. 2004 წლის ბოლოდან საკმაო ზრდას განიცდიდა. 2005 წლის მაისისთვის სტატიების რაოდენობით გადაასწრო ესპანურ და იტალიურ ვიკიპედიებს. აღსანიშნავია, რომ 2004 წლისთვის პორტუგალიურ ვიკიპედიას სტატიების რაოდენობით ეკავა 17 ადგილი. 2010 წლის დეკემბერში გაასწრო ნიდერლანდურ ვიკიპედიას. 2005 წელს პორტუგალიური ვიკიპედიის მხრიდან იყო წინადადება ფორკის თვალსაზრისით ბრაზილიური პორტუგალიური ვარიანტის შექმნისა, თუმცა ვიკიმედიის საზოგადოებამ უარი განაცხადა. 2007 წელს იყო ევროპული პორტუგალიური ვიკიპედიის ენობრივი განყოფილების შექმნის ცდა, თუმცა უშედეგოდ. პორტუგალიურ ვიკიპედიის ადმინისტრატორებს ხშირად აკრიტიკებენ. კერძოდ, ადმინისტრატორებს ადანაშაულებენ აგრესიულ მოქმედებაში ახალი და ანონიმური მომხარებლების მიმართ.[1][2][3]

ვიკიპედიის ნიშანი პორტუგალიური ვიკიპედია
Wikipédia em português
განყოფილების ლოგო
მისამართი: pt.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: პორტუგალიური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის ივნისი
სტატიების რაოდენობა: 1 121 770
გვერდების რაოდენობა: 5 673 108
რედაქტირებების რაოდენობა: 67 534 354
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 3 053 306
აქტიური მომხმარებელი: 8 270
ადმინისტრატორი: 51
სიღრმე: 196

ამჟამად პორტუგალიურ ვიკიპედიაში არის 31 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხარებელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. 2012 წლისთვის ვიკიპედიის პორტუგალიურ ენობრივ განყოფილებაში არსებობს დაახლოებით 734 ათ. სტატია.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: 2012-05-14.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-24. ციტირების თარიღი: 2012-05-14.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-30. ციტირების თარიღი: 2012-05-14.


 
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
პორტუგალიურ ენაზე
Wikipédia em português