პორტალი (არქიტექტურა)

პორტალი (გერმ. Portal < ლიეტ. porta — შესასვლელი, ჭიშკარი) — არქიტექტურულად გაფორმებული ღიობი, რომელიც მეტწილად შენობაში შესვლელად არის გამოყენებული. ძვ. ეგვიპტისა და ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელია ბრტყელი კოჭით გადახურული პორტალი; ძველი მესოპოტამიისათვის — თაღოვანი, ახლო და შუა აღმოსავლეთისათვის — პორტალი-პეშტაკი. XII საუკუნიდან რომანულ, გოთიკურ და ძველ რუსულ არქიტექტურაში გავრცელდა თაღოვანი, ე. წ. პერსპექტიული, პორტალი რენენსანსული და ბაროკოული პორტალები დამუშავებული იყო სვეტებითა და პილასტრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა ანტაბლემენტი ან ფრონტონი.

პორტალი

ლიტერატურა რედაქტირება