პორტალი:ესპანეთი
პორტალი:ესპანეთი



ესპანეთი ან ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España), - ქვეყანა, განთავსებულია ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირინეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი),სახელმწიფოს მეთაური არის - მეფე ხუან კარლოს I.

ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე 2 ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.


შესწორება 

რჩეული სტატია

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა“ (მეტსახელები: "blaugrana", "azulgrana", "Dream Team"), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის - კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. "ბარსა" უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელ მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია "Més que un club" (უფრო მეტი ვიდრე კლუბი).

"ბარსელონა" ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი" არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა" გახდა ესპანეთის პირველი ჩემპიონიც და დღეისათვის უკვე 19-გზის ჩემპიონობით, 25 ესპანეთის თასით, 7 ესპანეთის სუპერ თასით, 3 ევროპის ჩემპიონთა თასით, 4 თასების მფლობელთა თასით, 3 უეფას თასითა და 2 ევროპის სუპერ თასით ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია ესპანეთსა და მთელს ევროპაში.

შესწორება 

რჩეული ბიოგრაფია

ანტონიო გაუდი ი კორნეტი (Antoni Gaudí i Cornet; დ. 25 ივნისი, 1852, რეესი, ტარაგონის მახლობლად ― გ. 10 ივნისი, 1926, ბარსელონა), კატალონიელი არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით.

გაუდი დაიბადა ტარაგონას რეგიონში, კატალონია, 1852 წელს. ზუსტი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაბადებიდან მეორე დღეს ქალაქ რეუსში მონათლეს. მისი მშობლები ფრანსესკ გაუდი სერა და ანტონია კორნეტ ბერტრანი ლითონის მჭედლების ოჯახებიდან იყვნენ წარმოშობით.

ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი გაუდი ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს გაურბოდა იშიაზის გამო (ზოგიერთი ცნობით ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და თამაში არ შეეძლო). ავადმყოფობის გამო ფეხით იშვიათად დადიოდა და სახლიდან გასვლისას ვირით მგზავრობდა ხოლმე. შინ ხშირად ყოფნის გამო გაჩენილ თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვებას უთმობდა. სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ბუნების დაკვირვებისა და ანალიზის უნარს. ვრცლად...

შესწორება 

რჩეული ადგილი

მადრიდი (ესპანურად Madrid) — ესპანეთის დედაქალაქი, აგრეთვე, იმავე სახელის მქონე ავტონომიური ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის უმსხვილესი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცენტრი.

ქალაქის მოსახლეობა— 3,248 000 მლნ მცხოვრები. (2005) ქალაქი პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. დიდი მადრიდი 1,2 ათას ჰექტარზე გადაჭიმულ აგლომერაციას წარმოადგენს. ქალაქის ფართობი კი 607 კვადრატული მეტრია, რომელიც 21 ადმინისტრაციულ რაიონს მოიცავს. ქალაქი მსხილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც სარკინიგზო, ისე ჩქაროსნული გზატკეცილების თვალსაზრისით, აქვეა მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი.(სრულად...)

შესწორება 

დიდი ესპანელები

[[Image:|66px|ბენიტო პერეს გალდოსი]]
შესწორება 

ახალი სტატიები

გთხოვთ თქვენს მიერ ახალი დაწერილი და/ან გადაკეთებული სტატიები ჩაამატოთ ზევით. შესწორებების შეტანა ვიკიპროექტის გვერდზე აღარაა საჭირო. სტატიის სათაურის წინ უნდა იყოს *, ხოლო მის გვერდით თვე და რიცხვი. სტატიის ჩამატება

შესწორება 

კატეგორიები

შესწორება 

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

იხილეთ:

შესწორება 


რჩეული პანორამა


ბარსელონის ხედა
ბარსელონის ხედა
ქალაქ ბარსელონის ხედი.
შესწორება 

დობილი პორტალები

საქართველო ~ აზერბაიჯანი ~ გერმანია ~ ისრაელი ~ პოლონეთი ~ სომხეთი ~ რუსეთი ~ ავსტრია ~ უკრაინა ~ თურქეთი ~ ესპანეთი~ გაერთიანებული სამეფო
შესწორება 

ქეშის გაწმენდა