პოლ თომას უესლი (ინგლ. Paul Thomas Wesley, დაბადებისას პოლ თომას ვასილევსკი; დ. 23 ივლისი, 1982, ნიუ-ჯერსი, აშშ) — პოლონური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი[2] და პროდიუსერი.[3]

პოლ უესლი

პოლ უესლი 2015 წლის San Diego Comic-Con International-ზე.
დაბადების სახელი პოლ ვასილევსკი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1982 (1982-07-23) (41 წლის)[1]
ნიუ-ბრენსუიკი, ნიუ-ჯერსი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, ფოტომოდელი, რეჟისორი
აქტიური 1999–დღემდე

მისი მშობლები აგნეშკა და თომას ვასილევსკები პოლონელი ემიგრანტები არიან. ჰყავს ერთი უფროსი და მონიკა და ორი უმცროსი და ჯულია და ლეა. 2005 წლიდან საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც პოლ უესლი. როდესაც მას ჰკითხეს მიზეზი, მან თქვა: „ვასილევსკი რთული წარმოსათქმელია, მე ნებართვა ავიღე ოჯახის წევრებისგან და ისინი არ შემეწინააღმდეგნენ“.

პოლმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალებში „24“, „8 მარტივი წესი“, „ამერიკული ოცნებები“, „ცოლები არმიიდან“, „კეინი“, „ევერვუდი“, „Fallen“, „მეგზური ნათება“, „სმოლვილი“, „The O.C.“და „მგლების ტბა“.

ყველაზე მეტად ცნობილია სტეფან სალვატორეს როლის შესრულებით ტელესერიალში ვამპირის დღიურები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Paul Wesley's 31st Birthday — 'Vampire Diaries' Tribute To Stefan. Hollywood Life (23 ივლისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-11. ციტირების თარიღი: 2019-10-11.
  2. Wieselman, Jarrett (7 თებერვალი, 2014). „Paul Wesley will make his directorial debut on "The Vampire Diaries". Buzzfeed.com. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Yamato, Jen (17 ნომბერირუს. , 2014). 'Vampire Diaries' Star Paul Wesley Set For Sci-Fier 'Convergence'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: 17 ნომბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)

]