პოლ პოტი (ნამდვილი სახელი და გვარი სალოტ სარი) (დ. 19 მაისი, 1928 — გ. 15 აპრილი, 1998) — კამბოჯის პრემიერ-მინისტრი, წითელი ქმერების ლიდერი. დაიბადა ფრანგული კოლონიური რეჟიმის დროს. ადგილობრივი ფრანგული სკოლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მემარცხენე-რადიკალური იდეების მომხრე გახდა. კამბოჯაში დაბრუნების შემდეგ დააარსა მოძრაობა სახელწოდებით წითელი კჰმერები, რომელმაც 1967 წელს დაიწყო ანტისამთავრობო პარტიზანული ომი. 1975 წელს პოლ პოტის არმიამ აიღო დედაქალაქი პნომპენი. ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა დემოკრატიული კამპუჩია. კამპუჩიაში დამყარდა სასტიკი ტერორის რეჟიმი, რომელიც მიმართული იყო ინტელიგენციისა და მდიდარი მოქალაქეების მიმართ. ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში, პოლ პოტი ცდილობდა ქვეყანაში უტოპიური კომუნიზმის განხორციელებას, რასაც, არაოფიციალური სტატისტიკით, რამდენიმე მილიონი ადამინის სიცოცხლე შეეწირა. 1979 პოლ პოტის რეჟიმი დაემხო ქვეყანაში შეჭრილი ვიეტნამის ჯარის მიერ.

პოლ პოტი (1978)

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ben Kiernan: The Pol Pot regime: Race, power and genocide in Cambodia under the Khmer Rouge, 1975–79. New Haven, Conn: Yale University Press 1997. ISBN 0-300-06113-7
  • Ben Kiernan: How Pol Pot came to power: A history of Cambodian communism, 1930–1975. New Haven, Conn.: Yale University Press 2004. ISBN 0-300-10262-3
  • Ponchaud, François. Cambodia: Year Zero. New York: Holt, Rinehart and Winston, 1978
  • Vickery, Michael. Cambodia: 1975–1982. Boston: South End Press, 1984
  • Pescali, Piergiorgio. Indocina. Bologna: Emil, 2010

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: