პოლ გარდნერ ალენი (ინგლ. Paul Gardner Allen; დ. 21 იანვარი, 1953, სიეტლი, აშშ — გ. 15 ოქტომბერი, 2018, იქვე) — ამერიკელი მეწარმე, ფილანტროპი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც 1975 წელს ბილ გეიტსთან ერთად დააარსა კორპორაცია Microsoft.

პოლ ალენი 2005 წელს.

ალენი დაიბადა ქალაქ სიეტლში, აშშ. კერძო სკოლაში სწავლისას დაუმეგობრდა ბილ გეიტსს, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსი იყო და იზიარებდა მის ინტერესს კომპუტერებში. ვაშინგტონის უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ თავი დაანება უნივერსიტეტს და პროგრამისტად დაიწყო მუშაობა ბოსტონში.[1]

1975 წელს ქალაქ ალბუკერკეში გეიტსთან ერთად მაიკრსოფტი (ინგლ. Microsoft) დააარსა. გადამწყვეტი როლი ითამაშა 1980 წელს IBM-თან დისკური ოპერაციული სისტემის (DOS) შექმნასთან დაკავშირებით კონტრაქტის დადებაში, რითაც მაიკრსოფტის ფინანსურად წარმატებულ მომავალს დაუდო საფუძველი.[1]

1983 წელს ალენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, იგი იძულებული გახდა მაიკრსოფტის მმართველობა დაეტოვებინა, მაგრამ შეინარჩუნა აქციათა ნაწილი და ადგილი დირექტორთა საბჭოში. კიბოსგან რამდენიმეთვიანი სხივური თერაპიის სეანსების შემდეგ განიკურნა.

Microsoft-იდან წამოსვლის შემდეგ ინვესტორის ბიზნეს-კარიერა გააკეთა, წილს ფლობდა ორმოცამდე სხვადასხვა კომპიუტერულ, სამშენებლო და საინვესტიციო ფირმაში. ფლობდა სამ ამერიკულ ფეხბურთის, კალათბურთისა და სოკერის კლუბებსაც. 2009 წელს ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით მსოფლიოს სიმდიდრით 37-ე ადამიანი იყო.[2]

2009 წელს დაუდგინდა არაჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი, გარდაიცვალა 2018 წლის 15 ოქტომბერს,[3] 65 წლის ასაკში.[4][5][6]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Paul Allen. The History of Computing Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-06. ციტირების თარიღი: 2008-03-31.
  2. #32 Paul Allen. Forbes (2010-03-10). ციტირების თარიღი: 2010-03-10.
  3. Henderson, Brady (1 October 2018). „Paul Allen says non-Hodgkin lymphoma has returned“. ESPN. ციტირების თარიღი: 2 October 2018.
  4. Microsoft co-founder Paul Allen dies at 65. ციტირების თარიღი: October 15, 2018
  5. Microsoft co-founder Paul Allen dies at 65.
  6. Wang, Christine (2018-10-15). „Microsoft co-founder Paul Allen dies of cancer at age 65“. CNBC. ციტირების თარიღი: 2018-10-15.