პოლიმერები (ბერძ. πολύ- — ბევრი; μέρος — ნაწილი) — არაორგანული და ორგანული, ამორფული და კრისტალური ნივთიერებები, რომლებიც შედგებიან „მონომერული ჯაჭვის რგოლებისგან“, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქიმიური ან კოორდინაციული ბმებით და ქმნიან გრძელ მაკრომოლეკულას. პოლიმერი არის მაღალმოლეკულური ნაერთი: მონომერული რგოლების რაოდენობა პოლიმერში (პოლიმერიზაციის დონე) უნდა იყოს საკმარისად დიდი (წინააღდეგ შემთხვევაში ნაერთი წარმოადგენს ოლიგომერს). მოლეკულა რომ პოლიმერებს მივაკუთვნოთ, ხშირ შემთხვევაში რგოლების რაოდენობა შეიძლება საკმარისად ჩავთვალოთ, თუკი მორიგი მონომერული რგოლის დამატებისას ნივთიერების მოლეკულური თვისებები არ იცვლება.[1] როგორც წესი, პოლიმერების მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე აღწევს.

პოლიპროპილენის მოლეკულების ჯაჭვები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. IUPAC Glossary of basic terms in polymer science