პოლემიკა — ძველი ქართული მწერლობის დარგი. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ქრისტიანული რელიგიის საბოლოო გამარჯვებიასთან. პოლემიკის მიზანი იყო არაქრისტიანული რელიგიათა და თვით ქრისტიანობის წიაღში წარმოშობილ მწვალებლურ მოძღვრებათა გაბათილება, მათი სიყალბის გამოაშკარავება და მართლმადიდებლური დოგმების დამტკიცება. ნათარგმნი (უმთავრესად ბერძნული ენიდან) პოლემიკური ლიტერატურა ძირითადად თავმოყრილია არსენ იყალთოელის მიერ XII საუკუნის I ნახევარში შედგენილ კრებულ „დოგმატიკონში“ და 1541 წელს გადაწერილი ხელნაწერში (ხელნაწერთა ინსტიტუტი, S-312). სხვადასხვა ქართულ ხელნაწერში გვხვდება აგრეთვე გრიგოლ ნაზიანზელის, აპოლინარიოს ლაოდიკიელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელისა და სხვათა პოლემიკური თხზულებების თარგმანებიც.

ორიგინალური ქართული პოლემიკიდან მნიშვნელოვანია: არსენ I-ის (არსენ დიდი საფარელის) „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, ბაგრატ მუხრანბატონის „მოთხრობაჲ სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთაჲ“, ბესარიონის (ბარათაშვილ-ორბელიშვილის) „გრდემლი“, ტიმოთე გაბაშვილის „გარდამოცემული ერთობისათჳს და სიყუარულისა წმიდათა ეკლესიათასა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა...“, ანტონ I კათოლიკოსის „მზამეტყველება“ და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • გაბიძაშვილი ე., ქსე, ტ. 8, გვ. 124, თბ., 1984