პოდკამენაია-ტუნგუსკა

პოდკამენაია-ტუნგუსკა, ჩულაკანი, შუა ტუნგუსკა (რუს. Подкаменная Тунгуска) — მდინარე რუსეთში (კრასნოიარსკის მხარე). მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1865 კმ, აუზის ფართობი 240 ათ. კმ². სათავე აქვს ანგარის ჭიუხებში. ზემოთში ეწოდება კატანგა, მიედინება განიერ და ღრმა ხეობაში. ტეტერეს შესართავიდან ხეობა ვიწროვდება, გადის ლავებზე და აჩენს ჭორომებს. შესართავიდან 250 კმ-ზე ხეობა ფართოვდება 20-23 კმ-მდე.

პოდკამენაია-ტუნგუსკა

პოდკამენაია-ტუნგუსკის ხედი ვერტმფრენიდან
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სათავე ანგარის ჭიუხები
60°09′01″ ჩ. გ. 102°15′00″ ა. გ. / 60.15028° ჩ. გ. 102.25000° ა. გ. / 60.15028; 102.25000
შესართავი 61°35′34″ ჩ. გ. 90°07′41″ ა. გ. / 61.59278° ჩ. გ. 90.12806° ა. გ. / 61.59278; 90.12806
შესართავის მდებარეობა რუსეთი
სიგრძე 1865 კმ
აუზის ფართობი 240 ათ. კმ²

პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზი
პოდკამენაია-ტუნგუსკა — რუსეთი
პოდკამენაია-ტუნგუსკა
პოდკამენაია-ტუნგუსკა
— სათავე, — შესართავი
პოდკამენაია-ტუნგუსკა ვიკისაწყობში

პოდკამენაია-ტუნგუსკა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირეა ივლისიდან-ოქტომბრამდე. შესართავთან წყლის საშუალო ხარჯი 1750 მ³/წმ, მაქსიმალური 35 ათ. მ³/წმ. მინიმალური (ზამთარში) — 3-15 მ³/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს, ყინულძვრა შუა მაისშია. ყინულის ჩახერგვის დროს ქვემოთში წყლის დონე 29, 7 მ-მდე აღწევს. სანაოსნოა შესართავიდან 1146 კმ-ზე. პოდკამენაია-ტუნგუსკას ნაპირზეა დასახლებული პუნქტები: ვანავარა, ბაიკიტი, პოდკამენაია-ტუნგუსკა.

1908 წელს მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში მოხდა უძლიერესი აფეთქება, რომელმაც შემდგომ მიიღო „ტუნგუსკის ფენომენის“ სახელწოდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება