პლეხი (ჩეხ. Plechý; გერმ. Plöckenstein) — მთა შუმავის მთებში, ჩეხეთისა და ავსტრიის საზღვარზე. სიმაღლე 1378 მ. დიდი ხნის განმავლობაში დაფარულია თოვლით. განვითარებულია მდელოები. ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1090 მ სიმაღლეზე მდებარეობს მყინვარული ტბა პლეშნე. აქვეა შუმავის ეროვნული პარკი.

პლეხი
კოორდინატები: 48°46′16″ ჩ. გ. 13°51′26″ ა. გ. / 48.77111° ჩ. გ. 13.85722° ა. გ. / 48.77111; 13.85722
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ავსტრიის დროშა ავსტრია
სიმაღლე 1378 
ქედი შუმავის მთები
პლეხი — ჩეხეთის რესპუბლიკა
პლეხი
პლეხი — ავსტრია
პლეხი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება