რენდოლფ პიტერ ბესტი (ინგლ. Randolph Peter „Pete“ Best; დ. რენდოლფ პიტერ სკანლანდი, დ. 24 ნოემბერი 1941, მადრასი, ბრიტანეთის ინდოეთი) — ბრიტანელი მუსიკოსი და სიმღერების ავტორი. ცნობილია, როგორც ჯგუფ The Beatles-ის დრამერი 1960–1962 წლებში.

პიტ ბესტი

პიტ ბესტი 2005 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რენდოლფ პიტერ სკანლანდი
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1941 (1941-11-24) (82 წლის)
დაბ. ადგილი მადრასი, ბრიტანეთის ინდოეთი
წარმოშობა ლივერპული, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1959–1968, 1988–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი petebest.com
პიტ ბესტი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

The Beatles რედაქტირება

 
პიტ ბესტი 2006 წლის სცენაზე გამოსვლის დროს

პიტერ ბესტის დედა — მონა ბესტი — იყო ლივერპულული კლუბ „კაზბას“ (Casbah) მფლობელი, სადაც საკმაოდ ხშირად გამოდიოდნენ The Beatles, რომლებმაც მოიწვიეს პიტერ ბესტი ჯგუფში შეესრულებინა რამდენიმე კომპოზიცია 1959 წელს. მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ბესტი ისევ შეუერთდა მათ 1960—1961 წლებში ჰამბურგში (გერმანია) ვიზიტის დროს. ის 1962 წელს ჯგუფში EMI-სთვის უკრავდა The Beatles-ის პირველ ხმის სესიამდე და 16 აგვისტოს იგი შეცვალა რინგო სტარმა.

იმის შესახებ, რომ მას ჯგუფიდან „ითხოვდნენ“, ბესტს უთხრეს არა თავისმა ჯგუფის ყოფილმა მეგობრებმა, არამედ შეატყობინა The Beatles-ის მენეჯერმა ბრაიან ეპსტაინმა. ბესტის წასვლას ხელი შეუწყო ჯორჯ მარტინმა, რომელიც მაშინ ჯგუფის ახალდანიშნული პროდიუსერი იყო და საკმაოდ უკმაყოფილო იყო ბესტის ბარაბანზე დაკვრით.

მაგრამ ბესტის წასვლის მიზეზები იმალება არა მარტო იმაში, რომ ის ცუდად უკრავდა. პიტი ფაქტობრივად არ იყო ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი ჯგუფის სხვა წევრებთან საკუთარი ურთიერთობების გამო. ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი და ჯორჯ ჰარისონი პრაქტიკულად მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, მუზიცირებდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ, ბესტი კი ამ დროს მარტო სეირნობდა. ის არ აღიარებდა ჯგუფის საერთო სტილს — არ დათანხმდა ჯგუფის სხვა წევრების მიერ არჩეულ ვარცხნილობას და ტანსაცმელს. პიტი ვერ შეეთვისა ჯგუფის სხვა წევრების ხასიათს.

მეორე ვერსიით, რომლის შესახებაც ალბერტ გოლდმანმა დაწერა წიგნში „ჯონ ლენონი“, პიტი იყო ჯგუფში ერთადერთი, რომლის გარეგნობაც შეესაბამებოდა ვარსკვლავის სტანდარტებს. ზუსტად ბესტის სილამაზე გახდა The Beatles-იდან მისი გაქრობის მიზეზი, რადგანაც ჯგუფში სადავეები გაყოფილი ჰქონდათ მაკ-კარტნის და ლენონს და არც ერთ მათგანს არ სურდა შეგუებოდა იმას, რომ რომელიმე მესამე გადაუსწრებდა მათ საზოგადოების თვალში.

The Beatles-ის შემდეგ რედაქტირება

მოგვიანებით პიტერ ბესტი ცდილობდა სოლო კარიერის დაწყებას, მაგრამ ყველა მისი ცდა უნაყოფოდ დამთავრდა. მისი ფინანსური მდგომარეობა ზოგჯერ კინაღამ კრახამდე მიდიოდა. მაგრამ როდესაც 1995 წელს გამოიცა ალბომების სერია The Beatles Anthology, რომელზეც არსებობდა The Beatles-ის რამდენიმე ჩანაწერი პიტერ ბესტთან ერთად, პიტმა მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური ჯილდო.

2007 წლის თებერვალში The Beatles-ის პროდიუსერმა ჯორჯ მარტინმა საქვეყნოდ ბოდიში მოიხადა პიტერ ბესტის წინაშე 1962 წელს მისი ჯგუფიდან დათხოვნის გამო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება