პისაკი (კეჩ. P'isaq) — ქალაქი და ინკების ძველი ციხესიმაგრე პერუში, კუსკოდან 33 კმ-ის მოშორებით. პისაკი მდებარეობს ურუბამბას ხეობაში — ინკების წმინდა ველზე მდინარე ურუბამბასთან.

წმინდა ხეობის ხედი მზის ტაძრიდან

პისაკის ცენტრი შედგება ორი ნაწილისაგან. დღეს ერთ-ერთი მათგანი არის საკუთრივ ქალაქი, ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენს წმინდა ადგილს. გრძელ საფეხურებს მივყავართ მთის პლატოსთან, სადაც შემორჩენილია მზის ტაძრის ნანგრევები, რომელიც ამჟამად ტურისტებისთვის დახურულია. ყოფილი ტაძრის ცენტრში დგას წმინდა ქვა ინტიუატანა, რომელზეც, ინკების რწმენით, მიბმული იყო მზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: