პირიქითი ალაზანი

მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში

პირიქითი ალაზანი (ზემო დინებაში ქვახიდისწყალი) — მდინარე თუშეთში, ანდის ყოისუს ერთ-ერთი მდგენელი. სიგრძე 49 კმ, აუზის ფართობი 368 კმ². სათავე აქვს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთის მდინარეზე, ზღვის დონიდან 3195 მ-ზე; ერთვის თუშეთის ალაზანს მარცხნიდან, სოფელ ომალოსთან. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში (მაქსიმალური — ივლისში), წყალმცირობა — ნოემბრიდან აპრილამდე. ნოემბრიდან მარტამდე იძგიფება, ჩნდება თოში, ყინულნაპირისი.

პირიქითი ალაზანი

პირიქითი ალაზანი სოფელ გირევთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
სათავე პირიქითი ქედი
42°31′14″ ჩ. გ. 45°17′05″ ა. გ. / 42.52056° ჩ. გ. 45.28472° ა. გ. / 42.52056; 45.28472
სათავის სიმაღლე 3195 მ
შესართავი თუშეთის ალაზანი
42°21′17″ ჩ. გ. 45°39′31″ ა. გ. / 42.35472° ჩ. გ. 45.65861° ა. გ. / 42.35472; 45.65861
შესართავის მდებარეობა ომალო
სიგრძე 49 კმ
აუზის ფართობი 368 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 10,2 მ³/წმ
პირიქითი ალაზანი — საქართველო
პირიქითი ალაზანი
პირიქითი ალაზანი
პირიქითი ალაზანი — კახეთის მხარე
პირიქითი ალაზანი
პირიქითი ალაზანი
— სათავე, — შესართავი
პირიქითი ალაზანი ვიკისაწყობში

თოშხერგილის გამო ზოგჯერ წყალი გუბდება და დონე იწევს. იშვიათად იფარება მთლიანი ყინულსაფრით ნელი დინების მონაკვეთებზე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 10,2 მ³/წმ. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 34 %, ზაფხულ-შემოდგომაზე — 56 %, ზამთარში — 10 %.

მთავარი შენაკადებია: ლაროვანისწყალი, დიდიხევი.

ლიტერატურა რედაქტირება